მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7043.1
0.0076
flag
AZN 1.5841
-0.0004
flag
CNY 37.76
-0.0016
flag
EUR 3.1579
0.0141
flag
GBP 3.6436
0.0172
flag
KZT 50.02
0
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.694
-0.0006

GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები რაჭაში ცნობილია

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები რაჭაში გამოვლინდნენ. ოთხი გამარჯვებული პროექტიდან ორს გრანტს გადასცემს GITA, ორ სტარტაპს კი USAID -ის ძლიერი სოფლის პროგრამა დააფინანსებს.

 

გამარჯვებული პროექტები:

 

ბიტპულსი - პროექტის მიზანია კრიპტო და სთოქ ტრეიდერებისთვის სწრაფ რეჟიმში სოციალურ ქსელებში არსებული ტრენდების მიწოდება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კრიპტოს/აქციის ფასზე.

 

ანონიმერი - პროექტის მიზანია საზოგადოების ნაწილს დაეხმაროს საკუთარი აზრის მარტივად გამოხატვაში და სხვადასხვა „კონტენტკრეატორებს“, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მარტივად დაანახოს ხალხის აზრი მათ შეთავაზებულ პროდუქტზე.


 

ბიომეფუტკრეობის განვითარება SMART ტექნოლოგიების დანერგვის გზით - პროექტის მიზანიამეფუტკრეობის დარგში არსებული პრობლემების და გამოწვევების გადაწყვეტა ჭკვიანი (SMART) ტექნოლოგიების დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ჭკვიანი სკის სისტემა, ჭკვიანისაფუტკრე მეურნეობა და მეურნეობის მართვის აპლიკაცია.

 

შვირალა - IoT  სისტემის გამოყენებით საკალმახე მეურნეობების პროდუქტიულობის და ეფექტურობის ზრდა.

 

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს ზუგდიდის, წალენჯიხის, ონისა და მესტიის მუნიციპალიტეტებიდან ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი რესურსები პროექტების განხორციელებისთვის.

 

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სამი  სხვადასხვა მიმართულებით. ეს მიმართულებებია: 1) პრე-აქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. 2) ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში, 3) რეგიონალური საგრანტო პროგრამების კომპონენტი. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს და ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნან იდეიდან პროდუქტი, განახორციელონ სტარტაპ პროექტები, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემების მოსახლეობას მიეცემა საშუალება, შეისწავლოს ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროების მოძიების მეთოდები და შექმნას დინამიური ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.    

 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 15 მაისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 15 მაისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს აფასებდა კომისია, რომელიც დაკომპლექტებულიშესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით, შერჩეულმა

 

სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა:  ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

 

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებითგავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმესუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე  www.grants.gov.ge.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა