მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

GITA-ს, რაგბის კავშირსა და სტარტაპ ნეიროპილოტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, რაგბის კავშირსა და სტარტაპ ,,ნეიროპილოტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და ნეიროპილოტის დამფუძნებელმა მაია ცქიტიშვილმა მოაწერეს.

ნეიროპილოტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია. ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით მისი ინოვაციური მეთოდი ფსიქოლოგიური მოკლე სესიების საშუალებით, სპორტსმენებს უხსნის დაძაბულობას, ტრავმის და პოსტ-ტრავმულ შიშებს, ამცირებს მომატებულ შფოთვას, უმაღლებს მოტივაციას, თავდაჯერებასა და სპორტულ მზაობას.

ინოვაციურმა მეთოდმა წარმატებით გაიარა ტესტირება და ფსიქოლოგიური განწყობის ამაღლების გზით სპორტული მაჩვენებლების გაუმჯობესების შესაძლებლობა მკაფიოდ დაადასტურა.

რაგბი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტია, რომელიც ყველაზე მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ მეთოდებს აქტიურად იყენებს მოთამაშეთა კეთილდღეობისათვის, შესაბამისად ქართული რაგბისა და GITA- ს თანამშრომლობა ბუნებრივი და საქმიანი ინიციატივაა.

რაგბის კავშირისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციებზე დაფუძნებული ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა და ამ პრაქტიკას მომავალშიც განაგრძობს. რაგბი ერთადერთი გუნდური სპორტია საქართველოში, რომელიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებას აღწევს, შესაბამისად ჰყავს ფართო, გლობალური აუდიტორია და მზად არის ქართულ კომპანიებთან თანამშრომლოიბისთვის, განსაკუთრებით კი მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებთან, რაც ქვეყნის გაცხადებული პრიორიტეტია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა