მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

GITA-ს ორგანიზებით, ტექნოპარკში UNI4VERSE-ის საუნივერსიტეტო კონკურსის დემო დღე გაიმართა

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, ტექნოპარკში UNI4VERSE- ის საუნივერსიტეტო კონკურსის დემო დღე გაიმართა, სადაც მონაწილეები საკუთარი ინოვაციური პროექტებითა და პროტოტიპებით წარდგნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტის გამარჯვებული გახდა საქართველოს უნივერსიტეტი. გუნდს, სახელწოდებით Hydra, გადაეცა GITA-ს 15 000 ლარიანი გრანტი პროექტისთვის, რომელიც ემსახურება წყალბადის გენერატორის საშუალებით დრონის ფრენის დროის გაზრდას.

UNI4VERSE- ის საუნივერსიტეტო კონკურსი მიზნად ისახავს ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემაში სტუდენტებისა და უნივერსიტეტების ჩართულობის გაძლიერებას. კონკურსი აერთიანებდა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს და მათი სტუდენტებისთვის ქმნიდა უნიკალურ შესაძლებლობას, შეემუშავებინათ და განევითარებინათ ინოვაციური იდეები.

UNI4VERSE-ის ფარგლებში:

- მონაწილე უნივერსიტეტებში გაიმართა შიდა იდეების კონკურსები, რის შედეგადაც თითოეული უნივერსიტეტიდან გამოვლინდა რჩეული გუნდი;  
- ფინალურ ეტაპზე გადასულმა გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს ოთხდღიან ინტენსიურ ტრენინგებსა და მენტორშიფ სესიებში, რომლებიც მოიცავდა ბიზნესმოდელირებას, ხელოვნურ ინტელექტს (AI), Arduino & IoT-სა და პროტოტიპირების პრინციპებს.

ღონისძიებაზე კონკურსის სპონსორებმა თავიანთი რჩეული გუნდებიც გამოავლინეს. Huawei-მ კონკურსის გამარჯვებული უნივერსიტეტი მზის პანელებით უზრუნველყო, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობას. 

„ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნულმა ოფისმა გამარჯვებულ გუნდს საერთაშორისო საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის გრანტი გადასცა. ეს მხარდაჭერა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, წარადგინონ თავიანთი იდეები საერთაშორისო ასპარეზზე, დაამყარონ კავშირები ევროპელ კოლეგებთან და მიიღონ ახალი შესაძლებლობები თავიანთი პროექტების განვითარებისათვის.

საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციამ (GREDA) გამოავლინა კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, რომელსაც 3,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი გადასცა. აღნიშნული დაფინანსება სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, განაგრძონ თავიანთი ინოვაციური იდეების განვითარება და განახორციელონ პროტოტიპების შემუშავება.

UNI4VERSE-ის პირველი კონკურსი მწვანე ტექნოლოგიებს შეეხებოდა, ხოლო უშუალოდ ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და საუნივერსიტეტო გუნდებს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა გლობალურ გამოწვევებზე წარადგინონ საკუთარი იდეები და გადაწყვეტები. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა