მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

Georgian Wings-მა თბილისი-პრაღის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

news image

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა, თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირველი საინაუგურაციო ფრენა შეასრულა. 

Georgian Wings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს. 

საინაუგურაციო ფრენის ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჩეხეთის საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი პეტრ კუბერნატი ესწრებოდა, ელჩმა მგზავრებთან, ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.  

„Georgian Wings-ი დღეს ასრულებს პირველ რეგულარულ რეისს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული მიმართულების დანიშვნა განპირობებულია ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე.  პრაღა საქართველოში არის ერთ-ერთი ტურისტულად ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება და არსებული ფრენები საშუალებას მისცემს მგზავრებს დაგეგმონ მოგზაურობა და დასვენება პირდაპირი ფრენებით“ - განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ  

საქართველოს საელჩოს და პრაღის საერთაშორისო აეროპორტის ორგანიზებით, საინაუგურაციო ფრენის ღონისძიება, ქართული ტრადიციების შესაბამისად საზეიმო ვითარებაში წარიმართა.

ღონისძიებას, როგორც Georgian Wings-ის ხელმძღვანელი პირები, ასევე საქართველოს პრაღის საერთაშორისო აეროპორტის და  პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მგზავრებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ    -   ,,ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო არის, რომ განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და პრაღას შორის. დაახლოვებით ხუთ წლიანი შუალედის შემდეგ ავიაკომპანია Georgian Wings-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს ფრენები ამ მიმართულებით, რაც თავისთავად ძალიან კარგი არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით, ხელს შეუწყობს ტურიზმს, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციებს და მოსახლეობას შორის კიდევ უფრო დაახლოვებას. მე, როგორც ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით, პოლიტიკურ განზომილებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩეხეთი არის ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ყოველთვის იყო და არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, გამოცდილების გამზიარებელი, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მადლობა კიდევ ერთხელ ქართულ ავიაკომპანიას, რომ სწორედ ჩეხეთი განსაზღვრა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, რომ შესრულდეს აღნიშნული ფრენები.  საკმაოდ აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები და დიდი პოტენციალი აქვს სამომავლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებას.  ჩეხეთი, ასევე ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია საქართველოში და ვფიქრობ, რომ ამ ფრენების აღდგენა თბილისსა და პრაღას შორის კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ურთიერთობებს.“ 

ავიაკომპანია მგზავრებს მაისის თვის განმავლობაში თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით, ავიაბილეთებზე სპეციალურ ფასს სთავაზობს. 

ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის მეშვეობით https://georgianwings.com/, ასევე ტურისტულ სააგენტოებსა და ავია სალაროებში. 

შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი უკვე 7 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა