მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

გენადი არველაძე: ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ვალდებულებების 80% უკვე შესრულებულია

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ გასვლით სხდომაზე ენერგეტიკის დარგში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ათწლიანი (2014-2024 წლების) შედეგების ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო სხდომა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
გენადი არველაძის თქმით, 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება, განახორციელოს ევროკავშირის კანონმდელობასთან დაახლოება, მათ შორის, ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც დაყოფილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, ნავთობის, ნახშირწყალბადის რესურსების ძიება-მოპოვების, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ნაწილებად. მისი თქმით, 2017 წელს საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა, რითაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაადასტურა ვალდებულება, მოახდინოს ეროვნული ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და რეგულაციებთან.
გენადი არველაძის განცხადებით, საკანონმდებლო კუთხით ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 80% უკვე შესრულებულია და დარჩენილი სამუშაოს შესრულება მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტზე, რომლის თანახმადაც შავი ზღვის ფსკერზე გამავალი წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემები ერთმანეთს დაუკავშირდება. ამჟამად პროექტში ჩართულია ასევე აზერბაიჯანი და უნგრეთი. მისი თქმით, ამავე წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების ახალი მხარდაჭერის სქემა, რომელმაც მნიშვნელოვნად წაახალისა საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმით, კონკურენტული სიმძლავრის აუქციონების საფუძველზე.  აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში 2023-2024 წლებში უკვე ჩატარდა 2 სიმძლავრის აუქციონი, ჯამურად 1100 მგვტ სიმძლავრეზე.
გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. „ბოლო 10 წლის განმავლობაში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 8 ქვესადგური  და სხვადასხვა ელექტროგადამცემი, მათ შორის, ორჯაჭვა ხაზები, ასევე დაახლოებით 738 მგვტ  სიმძლავრის სადგურები, მათ შორის, 57 ჰიდრო და 1 ქარის ელექტროსადგური,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გენადი არველაძემ განსაკუთრებულად გამოყო 2023 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგი, რაც, სამომავლოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოს თანამშრომლობას ევროკავშირთან ენერგეტიკის სექტორში.
მოხსენებაში მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგეტიკული ბაზრის გახსნაზე, გადამცემი სისტემის ოპერატორების გამიჯვნაზე, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ენერგეტიკის სექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით და ეს პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება.
საკომიტეტო მოსმენაში ასევე მონაწილეობდნენ სამინისტროს ეკონომიკური პრფილის დეპარტამენტებისა და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა