მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

გაყიდვები გავაორმაგეთ, ვგეგმავთ მეორე ფილიალის გახსნას - „ცეცხლი აინთო“

news image

ცეცხლი აინთო • Tsetskhli Ainto ბარბექიუს რესტორანი თბილისში პირველია, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ მაყალზე მომზადებული კერძების, პირველ რიგში კი ნამდვილი კახური მწვადის დაგემოვნება შეუძლიათ. რესტორანი ახალგაზრდებმა, მიხეილ ჩაფურიშვილმა და გიორგი ახსაბაძემ ერთი წლის წინ გახსნეს და მოთხოვნა უკვე იმდენად დიდია, რომ უკვე ბიზნესის განვითარების გეგმაზეც მუშაობენ.

„ერთ წელიწადში წარმოება გავაორმაგეთ. ვგეგმავთ მეორე ფილიალის გახსნას. ადგილი შერჩეულია და მიმდინარეობს სამუშაოები. რაც შეეხება წარმატებას ბიზნესში, ამის მიზეზია ის, რომ ხარისხი შევინარჩუნეთ და ჩვენი პროდუქცია არის იმ ტიპის  ფასტ-ფუდი, რომელიც 100%-ით ქართული პროდუქტებისგან მზადება“, - ამბობს მიხეილ ჩაფურიშვილი.

მიმდინარე წელს მიტანის სერვისი დაამატეს და „ცეცხლი აინთოს“ პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს უკვე ,,გლოვოსა“ და ,,ვოლტის“ მეშვეობითაც შეუძლიათ. 

რესტორნის თანადამფუძნებლის თქმით, მთავარია, რომ ძირითადი პროდუქტის ნიშა შეინარჩუნეს.

მზადდება როგორც კახური, ასევე კლასიკური(ნაკლებ ცხიმიანი) მწვადი, რომლის ღირებულება 16-18 ლარია. კერძს კახური შოთი უფასოდ მოჰყვება. ასევე მენიუშია ქაბაბი და ქათმის მწვადი, რომელიც ძალიან მოსწონთ სტუმრებს.

რესტორის მომხმარებელთა 20%-ს უცხოელები შეადგენენ. 

„ცეცხლი აინთო" 2023 წლის 7 ივლისს გაიხსნა საბურთალოზე,  ტაშკენტის 10 ნომერში. ამ ეტაპზე კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა