მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.7
-0.0173
flag
AZN 1.6168
-0.0014
flag
CNY 37.841
0.0008
flag
EUR 3.1239
-0.0066
flag
GBP 3.6732
-0.0095
flag
KZT 53.58
-0.0017
flag
TRY 0.0714
-0.0002
flag
USD 2.7492
-0.0024

გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ 4 დღით გაგრძელდება

news image

15-18 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მე-5 დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართული საერთაშორისო გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ სტივ ლაზარიდისის კურატორობით ოფიციალურად 14 თებერვლის ნაცვლად 18 თებერვალს დაიხურება. პროექტის მხარდამჭერია SOLO X და Visa.

გამოფენის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იქნება.

მასშტაბური გამოფენა ოთხი თვის განმავლობაში მასპინძლობდა დამთვალიერებელს და ის 40 000-მდე ვიზიტორმა იხილა. მუზეუმმა მომხმარებელს არაერთი აქცია შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისა და სხვადასხვა ჯგუფის წევრებისთვის  გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამოფენის კურატორის, ბენქსის ფოტოგრაფის და საქმიანი პარტნიორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალა, ამასთან, ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები ბრიტანელი ლორდის - ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან. ასევე, ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო, ავთენტური ქუჩის ჟალუზი და სხვა.

ერთ-ერთ დარბაზში ბენქსის ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილია ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც.  ქართველი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე. მონაწილე არტისტები არიან გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, Sick’nTired.  

მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე, 10 : 00 - 21 : 00, ორშაბათის გარდა.

მისამართი: რუსთაველის გამზირი #7.

გამოფენის მხარდამჭერები არიან:  SOLO X, Visa.

პარტნიორები: HUGE TV, კაპაროლი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა