მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

Galt & Taggart მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს აფასებს

news image

Galt & Taggart მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს აფასებს

ეკონომიკური ზრდა

2023 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6.2%-მდე დაჩქარდა, წინა 3 თვის შენელებული ზრდის შემდეგ, რაც ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, რაც ასევე თანხვედრაშია ჩვენს 2023 წლის ეკონომიკური  ზრდის 6.8%-იან პროგნოზთან. რაც შეეხება 2024 წელს, ჩვენი პროგნოზით რეალური მშპ-ის ზრდა 5.0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ინფლაცია

წლიური ინფლაცია დაბალ 0.8%-იან დონეზე შენარჩუნდა ოქტომბერში. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ნავთობპროდუქტების ფასები გაიზარდა, თუმცა ამავდროულად, შემცირდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები და შედეგად, ინფლაციის საერთო დონე უცვლელი დარჩა. ამასთან, ოქტომბერში კვლავ გაგრძელდა ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპის შენელება სექტემბერში დაფიქსირებული 5.3%-დან  4.5%-მდე.

მონეტარული პოლიტიკა

2023 წლის 29 ნოემბერს გაიმართა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებით უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებით, ადგილობრივ ბაზარს უცხოურ ვალუტაში დამატებითი ლიკვიდობა მიეწოდება, რაც ეკონომიკაზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს. ჩვენი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ლარის მხარდამჭერია. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის ტრაექტორიაზე ვინარჩუნებთ ჩვენს წინა პროგნოზს და დეკემბრის ბოლო სხდომაზე ველოდებით სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 9.75%-მდე, ხოლო დამატებით 100 საბაზისო პუნქტით 8.75%-მდე შეამცირებს 2024 წლის ბოლოს.

ლარის გაცვლითი კურსი

2023 წლის ნოემბრის განმავლობაში ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნა.  ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება ლარი/ევროს წყვილს, 2024 წელს საშუალოდ 3.0-ის ფარგლებში ვპროგნოზირებთ. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვამ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

იხილეთ ყველა ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრის ფაქტიური და საპროგნოზო მაჩვენებელი 2012-დან 2024 წლის ჩათვლით აქ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა