მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

გალტ & თაგარტი - საქართველოში სამუშაო ძალის აქტიურობა გაიზარდა

news image

საქართველოში უმუშევრობის დონე 15.6%-მდე შემცირდა 2023 წლის მე-3 კვარტალში წინა კვარტალში დაფიქსირებული 16.7%-ის შემდეგ. უმუშევრობის შემცირება ძირითადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორში სეზონური დასაქმების ზრდამ განაპირობა. ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობა 16.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2023 წლისთვის, რაც გაუმჯობესებაა 2022 წლის 17.3%-ის დონიდან. ამასთან, 2024 წელს უმუშევრობის შემდგომ შემცირებას ვპროგნოზირებთ 16.1%-მდე. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მე-3 კვარტალში სამუშო ძალის ბაზარზე დასაქმების მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. შესაბამისად, სამუშაო ძალაში მოსახლეობის მონაწილეობის დონემ 53.6% შეადგინა, რაც 2018 წლის მე-3 კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 60%-ს აღემატება. საქართველოში სამუშაო ძალაში მონაწილეობის ზრდა მოსალოდნელია გაუმჯობესდეს ქალების უფრო მეტი ჩართულობით, რადგან მათი მონაწილეობის დონე ამ ეტაპზე შედარებით დაბალია (43.1%), ვიდრე ეს მამაკაცებშია (66.0%).

ინფორმაციისთვის, 2023 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში სამუშაო ასაკის მოსახლეობა 3.0 მლნ შეადგენს, საიდანაც სამუშაო ძალა 1.6 მლნ ადამიანია. სამუშაო ძალის აღნიშნული მაჩვენებლიდან დაქირავებით დასაქმებულია 943 ათასი ადამიანი,  თვითდასაქმებულია 423 ათასი ადამიანი, ხოლო უმუშევარია 252 ათასი ადამიანი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა