მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.8
-0.0132
flag
AZN 1.5752
-0.0006
flag
CNY 38.782
-0.0016
flag
EUR 3.1692
-0.0032
flag
GBP 3.6351
-0.0077
flag
KZT 54.69
0.0009
flag
TRY 0.0612
-0.0001
flag
USD 2.6778
-0.0011

გაერო მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას - ანტონიო გუტიერეში ირაკლი კობახიძეს

news image

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. 

წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში.

„მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა.გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში.

რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით გაეროს მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის“, - ნათქვამია წერილში.

ანტონიო გუტიერეში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

„ვემხრობი ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, სამართლის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მოგიწოდებთ კვლავ გააგრძელოთ გენდერული თანასწორობის პრიორიტეტად მიჩნევა თქვენს მთავრობაში და ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური“, - აღნიშნულია წერილში.

ანტონიო გუტიერეში

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა