მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

ფინტექ სექტორი სწრაფი ტემპით იზრდება - დავით კიკვიძე

news image

ქართული ეკოსისტემა და მათ შორის სარეგულაციო გარემო საკმაოდ მომწიფებულია იმისათვის, რომ ახალი ინოვაციური პროექტები დაინერგოს, - აცხადებს საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე. მისი თქმით, ციფრული ლარის შემოღების შემდეგ ბაზარზე დივერსიფიცირებული მოთამაშეები გაჩნდებიან.

„ვფიქრობ, რომ ციფრული ლარი ის ახალი პროექტია, რომელმაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკა და განსაკუთრებით ფინანსური სისტემა აბსოლუტურად განსხვავებულ სიმაღლეზე აიყვანოს. 

მეორეს მხრივ, ამან შეიძლება შექმნას ფინანსური სისტემის დივერსიფიცირება იმის გათვალისწინებით, რომ დღეს არსებული ფინანსური სისტემაში წამყვანი როლი მაინც კომერციულ ბანკებს უკავიათ. ხოლო ციფრული ლარის შემოღების შემდეგ დივერსიფიცირებული მოთამაშეები გაჩნდებიან. ანუ ფინტექ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ სრულფასოვნად ჩაერთონ, ზუსტად იგივე სტატუსით, როგორც დღეს კომერციული ბანკები  კომერციულ სისტემაში ოპერირებენ. ფაქტობრივად ერთი და იგივე თამაშის წესები ექნებათ განსაზღვრული, მათ შორის კომერციულ ბანკებს და ფინტექ კომპანიებს და სხვა.

აქედან გამომდინარე ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის. შესაძლებელია, რომ ამ პროექტმა ახალ ლეველზე აიყვანოს ჩვენი ეკონომიკა და ფინანსური სისტემა, რაც თითოეული მოქალაქისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა დავით კიკვიძემ.

ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, ციფრული ლარის პროექტის რეალიზების შემდეგ მისით სხვა მსხვილო ფინტექ მოთამაშეებიც დაინტერესდებიან.

„უკვე ვხედავთ, რომ პროექტის განმახორციელებელია ერთ ერთი მსხვილი ორგანიზაცია, როგორიცაა „რიპლი“. რაც შეეხება საერთაშორისო ფინტექ კომპანიების ჩართულობას გაქვს მოლოდინი, რომ ბევრი კომპანია ჩაერთვება, როგორც კი საპილოტე რეჟიმი და რეალური რეჟიმი დაიწყება. ჩვენი ასოციაციის ფარგლებშიც და დარწმუნებული ვარ სებ-იც აქტიურად იმუშავებს იმაზე, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოში შემოვიყვანოთ“, - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ.

ასოცოაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ფინტექ სექტორი ქვეყანაში სწრაფი ტემპით იზრდება. 

„ინდუსტრია საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გაქვს საქართველოს ბაზარზე.  არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა სებ-ის ქმედით ნაბიჯებს, არსებულ სარეგულაციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. თუმცა აღვნიშნავ, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი მათ შორის სებ-ის მხრიდან და კერძო სექტორის მხრიდან“, - აღნიშნა დავით კიკვიძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა