მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7052.4
0.0257
flag
AZN 1.617
0
flag
CNY 37.677
-0.0052
flag
EUR 3.1227
0.0003
flag
GBP 3.6682
0.0085
flag
KZT 53.58
0.0016
flag
TRY 0.0715
-0.0001
flag
USD 2.7496
0

FinEdu 4 წლის გახდა

news image

FinEdu 4 წლის გახდა.  

„9 სექტემბერი ფინედუს დაბადების დღეა. ფინედუ 4 წლის გახდა. დიდი სიამოვნებით მივიღებთ მილოცვებსა და კეთილ სურვილებს და არც რჩევები დაგავიწყდეთ, როგორ გავხდეთ თითოეული თქვენგანის საუკეთესო ფინანსური მეგზური“, - აღნიშნულია FinEdu - ფინედუ-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

რა არის FinEdu?

FinEdu - ეს არის პირველი ქართული საგანმანათლებლო ვებ-პორტალი, რომელიც სრულად ფინანსურ განათლებას ეძღვნება და თავს უყრის ისეთ საგანმანათლებლო რესურსებს, როგორიცაა პუბლიკაციები და ბლოგები, ბროშურები, სახელმძღვანელოები და სხვა მსგავსი საბეჭდი და დამხმარე მასალა, ვიდეო და აუდიო კონტენტი. ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის (გარდა საავტორო ბლოგებისა) ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიერ გამოყენება თავისუფლად არის შესაძლებელი. ამასთან, დაუშვებელია აღნიშნული მასალის კომერციული მიზნით გამოყენება. ვებგვერდზე წარმოდგენილია მიუკერძოებელი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ინფორმაცია.

რა არის ფინანსური განათლება?

ფინანსური განათლება ეს არის ფინანსური ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადამიანს ეხმარება, სწორად შეაფასოს გარემო, მის წინაშე არსებული რისკები და შესაძლებლობები, მიიღოს გონივრული, გააზრებული, პასუხისმგებლობასა და შესაბამის ინფორმაციაზე დაფუძნებული ფინანსური გადაწყვეტილებები. ფინანსური განათლება ადამიანს საკუთარი უფლებების უკეთ დაცვასა და პირადი თუ ოჯახის ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში ეხმარება. 

რა არის FinEdu-ს მისია?

FinEdu-ს მისიაა, ფინანსური პროდუქტების თითოეული მომხმარებლის ცხოვრებაში სანდო და კომპეტენტური ფინანსური მეგზური გახდეს, ყველა მათგანს მისცეს მოტივაცია და თავდაჯერებულობა, დაისახონ ფინანსური მიზნები და ისწრაფვონ მათი განხორციელებისაკენ, იყოს ამ ადამიანების მუდმივი თანამგზავრი საბოლოო მიზნამდე - თითოეული მათგანის პირად და ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობამდე. 

ვისთვის არის FinEdu?

ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ფინანსურ კეთილდღეობას მიაღწიოს და აცნობიერებს, რომ ამისთვის საჭიროა ფლობდეს სანდო, კომპეტენტურ და ობიექტურ ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც მიიღებდა მისთვის ხელსაყრელ და, შესაბამისად, გონივრულ გადაწყვეტილებას.

ასევე, მათთვის, ვინც პროფესიული ან სხვა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ავრცელებს ფინანსურ განათლებას და ამ მიზნით სჭირდება სანდო და უტყუარი ინფორმაცია და დამხმარე მასალები.

ვინ დგას FinEdu-ს გუნდის უკან?

ფინანსური განათლების პორტალი შეიქმნა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელებას სათავეში უდგას საქართველოს ეროვნული ბანკი, თუმცა, მასში ჩართულია არაერთი კერძო კომპანია (ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები), საჯარო სტრუქტურა, სასწავლო დაწესებულება და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები თუ დონორები.

რესურსების ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობასა და მათ ვებგვერდზე განთავსებას საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების გუნდი ახორციელებს. ამასთან, აღნიშნული მასალები როგორც უშუალოდ ეროვნული ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების, ასევე, ზემოაღნიშნული არაერთი სხვა ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებულია. 

FinEdu-ს გუნდი მზად ითანამშრომლოს ნებისმიერ ორგანიზაციასთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ფინანსური განათლების გავრცელებითა და მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლებით. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ შემდეგ რეკვიზიტებზე: info@finedu.gov.ge 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა