მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

ფარმაცევტული სექტორის გამოწვევები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილეს

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში, რომელსაც ასოციაციის წევრი ფარმაცევტული კომპანიები ესწრებოდნენ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 51-ე და 52-ე დადგენილებები კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილეს. აღნიშნული ორი დადგენილება აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის შემდეგ ა.წ. მარტში განსახილველი დადგენილებები 6 თვით გადავადდა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ დადგენილებებს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოეწვია ფარმაცევტულ ბაზარზე.

 

ასოციაციაში შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი სტანდარტები შეიძლება იმაზე მკაცრიც კი იყოს, ვიდრე ამჟამად აშშ-ში და ევროპაში მოქმედი რეგულაციებია. შესაბამისად, სექტორის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს როგორც იმპორტის, ასევე შიდა წარმოებისას შექმნილ სირთულეებზე, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება მედიკამენტების ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე. ამიტომაც, კომიტეტზე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაცია იმ მიზნით, რომ დროულად მოხდეს გადავადებულ დადგენილებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.  

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დეტალურად განვიხილეთ საქართველოს მთავრობის დადგენილებები, რომელიც აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტებისა და მზა ფარმაცევტული პროდუქტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს აწესებს. მაღალი ალბათობით,  ამ დადგენილებების მოთხოვნები შექმნის მნიშვნელოვან შეფერხებას ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისა და  წარმოებისას. დასაფასებელი და მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის მარტის თვეში ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და მოხდა ამ დადგენილებების გადავადება 6 თვის ვადით.

 

ამასთან, 6 თვიანი ვადის გასვლამდე, საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები. შესაბამისად, ამ და სხვა საკითხებზე, ჩვენ გავაგრძელებთ პროფესიულ და კონსტრუქციულ თანამშრომლობას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. აქვე აღნიშნავთ, რომ ჩვენი მთავარია ამოცანაა, როგორც ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა, ასევე მოქალაქეებისა და პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფარმაცევტული პროდუქციის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა. ეს არის ის საერთო პრინციპი, რაზეც სახელმწიფო და კერძო სექტორი თანხმდება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა