მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.8
-0.0132
flag
AZN 1.5752
-0.0006
flag
CNY 38.782
-0.0016
flag
EUR 3.1692
-0.0032
flag
GBP 3.6351
-0.0077
flag
KZT 54.69
0.0009
flag
TRY 0.0612
-0.0001
flag
USD 2.6778
-0.0011

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს სემეკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს. აღნიშნულ პოზიციაზე სემეკის წარმომადგენელი ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით აირჩა.  
ECRB-ის ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი (EWG) ძირითადად ფოკუსირებულია  ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრებსა და ბაზრებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჯგუფი მნიშნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეთა ელექტროენერგეტიკული ბაზრების დაწყვილებაში. გარდა ამისა, ჯგუფის საქმიანობა მოიცავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგს, ხელშემკვრელი მხარეების პრაქტიკის ანალიზსა და განვითარების რეკომენდაციების შემუშავებას.
ECRB ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმას. 

ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი მიზანია ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში. ორგანიზაცია დაარსდა საერთაშორისო  ხელშეკრულებების შესაბამისად 2005 წლის ოქტომბერში, ქ. ათენში, საბერძნეთში. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ევროკავშირი და ხელშემკვრელი ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. 2016 წელს ხელი მოეწერა ენერგეტიკულ  გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმს, რომლის საფუძველზეც 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია. 


 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა