მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7061.8
-0.0095
flag
AZN 1.6025
-0.0005
flag
CNY 37.987
0.0063
flag
EUR 3.1599
0.0345
flag
GBP 3.7079
0.06
flag
KZT 52.57
0.0038
flag
TRY 0.0687
0.0001
flag
USD 2.7252
-0.0008

ევროპიდან ბევრი ავიარეისია დამატებული, რაც საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდისთვის ხელშემწყობი ფაქტორია - გიორგი დოლიძე

news image

ევროპიდან ბევრი ავიარეისია დამატებული, რაც საქართველოში ტურისტების ზრდისთვის ძალიან ხელშემწყობი ფაქტორია, - აცხადებს მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

დოლიძე ამბობს, რომ ტურისტების მოზიდვისთვის პირდაპირი ავიარეისების პარალელურად მნიშვნელოვანია სწორი მარკეტინგული კამპანია, რასაც თავის მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აკეთებს. 

„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვაქვს თითქმის ყოველდღიური და საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქვეყანაში იყო დესტაბილიზაციის პროცესები. ის ხელშეწყობა, რაც მარკეტინგის მხრივ არის გაწეული ძირითადი მიმართულება არის ევროპის მიმართულება. ასევე ევროპიდან ბევრი ავიარეისია დამატებული, რაც საქართველოში ტურისტების ზრდისთვის ძალიან ხელშემწყობი ფაქტორია. მიმდინარეობს ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას, როგორიც არის ყაზბეგის მიმართულება, თბილისი-ბათუმის მიმართულება და სხვა. თუ კერძო სექტორის ფუნქციაა სერვისის მიმართულება ანუ სტუმრებისთვის სწორად დახვედრა, სახელმწიფო ზრუნავს, რომ სწორი მარკეტინგი მიმართოს ცალკეული ქვეყნების კუთხით, საიდანაც გვინდა, რომ ტურისტები ჩამოვიდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პირდაპირი ფრენები, რადგანაც რაც არ უნდა ვატაროთ მარკეტინგული კამპანიები იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ ფრენები არ გვექნება, კამპანიას არანაირი აზრი არ ექნება. ამიტომაცაა, რომ მარკეტინგის ბიუჯეტი გათვლილია იმ ქვეყნებზე, სადაც გვაქვს პირდაპირი ფრენები, ან პოტენციურად გვექნება“, აცხადებს ბიზნესმენი.

გიორგი დოლიძის თქმით, წარსულში იყო არაერთი სიუჟეტი თუ მასალა, რომელიც ასახავდა UNESCO-ს დაცულ ძეგლებს და სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობებს საქართველოში, შესაბამისად ეს ყველაფერი არა იმ ქვეყნებისკენაა მიმართული, სადაც საქართველოს ძლიერი პოზიცია აქვს, როგორებიც არიან მეზობელი ქვეყნები, გალფის ქვეყნები.

„არამედ უფრო მეტი წილი გადამისამართებულია იმ სამიზნე აუდიტორიისკენ და სამიზნე ქვეყნებისკენ, საიდანაც გვინდა გავზარდოთ აუდიტორია და უფრო მეტად გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპული მიმართულება და როგორც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკის და მზარდი ტურისტულად საინტერესო ლოკაციების მიმართულება“, - აცხადებს HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი.

გიორგი დოლიძის განმარტებით, ბიუჯეტური ფრენები უფრო აქტუალური საქართველოდან გამსვლელებისთვის იყო, ხოლო მაღალმარჯველუნარიანი ტურისტს კი შესაძლოა მაღალი დონის ავიაკომპანია და შესაბამისად მაღალი ტარიფები აწყობდეს. თუმცა მისი თქმით, ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ტურისტულ პაკეტზე და შეთავაზებებზე. 

„ბიუჯეტური ფრენები აქტუალურია, როდესაც საქართველოდან გადის ტურისტი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვიცით რამდენიმე ავიაკომპანია, რომელიც მგზავრებს საკმაოდ კარგ ტარიფებს სთავაზობს. და ხშირად ჩვენს ახლობლებს და მეგობრებს თბილისიდან გაფრენის ნაცვლად ურჩევნიათ ჩავიდნენ ქუთაისში, თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დატოვონ აეროპორტში და იმდენად დაბალია ბიუჯეტი, რომ დააკომპენსიროს თბილისი-ქუთაისის მგზავრობის დისკომფორტი. სამაგიეროდ მიიღონ პირდაპირი ფრენა, გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე შეიძლება ეს იყოს თბილისიდან. რაც შეეხება ევროპის მიმართულებას არის ფრენები, როგორც თბილისის ისე ქუთაისის მიმართულებით.  როდესაც მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი ჩამოდის მან შეიძლება, პირიქით მაღალტარიფიანი ავიაკომპანია აირჩიოს. ეს უფრო დამოკიდებულია ტურისტული კომპანიების ტურპაკეტებზე, ასევე საიდან იწყება ტურისტული მოგზაურობა მათთვის საქართველოში და სხვა“, - ამბობს დოლიძე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა