მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტი განახლდა - ასოციაცია

news image

ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტი განახლდა, მაგრამ მარაგების მხრივ ექსპორტიორებს დიდი პრობლემა აქვთ. უწყვეტი მომარაგების პირობას სექტორი ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს.

„თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალეკო პაპავა Business Insider Georgia- თან ამბობს, აპრილიდან ევროკავშირის ბაზარზე დაახლოებით 30 ტონაა გასული, წლიური წარმოება კი 2000-დან 3000 ტონამდეა.

იმისთვის, რომ მიწოდებაში წყვეტა არ დაფიქსირდეს, ქვეყანაში, მინიმუმ, 8000 ტონა თაფლი უნდა იწარმოებოდეს.

„ბევრი გამოწვევაა ექსპორტთან დაკავშირებით, რისთვისაც ინდუსტრია მზად ვერ აღმოჩნდა. პირველ რიგში, კაკლოვანი მცენარეების ბაზა უნდა გაუმჯობესდეს, რაშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა გვჭირდება, ჩვენ ამ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ მოვაგვარებთ.

გარდა ამისა, უნდა მოხდეს მიკვლევადობა და მეფუტკრეების რეგისტრაცია დაიწყოს, რის გარეშეც ხარვეზი ვერ გამოსწორდება. ამავე დროს გასაძლიერებელია ინსპექტირების მიმართულებით ღონისძიებები, რომ ვიცოდეთ, როგორ და რა პირობებში იწარმოება თაფლი საქართველოში“, - აცხადებს ალეკო პაპავა.

მისი თქმით, განსაკუთრებით აკაციის თაფლზეა მოთხოვნა, ამიტომ აქცენტი სწორედ ამ მიმართულების განვითარებაზე უნდა გაკეთდეს.

„აპრილიდან დაახლოებით 30 ტონაა თაფლის ქვეყნიდან გატანილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. წარმოების ზრდას კლიმატური პირობებიც აფერხებს. აკაციის ბაღები ისედაც მცირეა საქართველოში, ხოლო უამინდობა დიდ დაბრკოლებას ქმნის. წელს აკაციის ყვავილობა წვიმებს დაემთხვა, რაც ცუდ გავლენას ახდენს მეფუტკრეობაზეც.

გამოწვევებს რომ ვუპასუხოთ და მყარად მოვიკიდოთ ფეხი გლობალურ ბაზრებზე, წარმოება 8 ათას ტონამდე გავზარდოთ, რაც ქვეყანას 10 მილიონ დოლარის შემოსავალს მოუტანს“, - აცხადებს ალეკო პაპავა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების, 258.1 ტონა თაფლი გავიდა, 2023 წლის სამიზნე მაჩვენებელი კი ასოციაციისთვის 500 ტონაა.

2016-2022 წლებში ექსპორტის ყველაზე მაღალი მოცულობა დაფიქსირდა ბულგარეთში (34%), შემდეგ მოდის საფრანგეთი (29%) და ნორვეგია (4%). ნატურალური თაფლის ექსპორტში პირველ სამ ქვეყანაში, ქართული თაფლის საშუალო ფასები ასეთი იყო: საფრანგეთი 5,3 აშშ დოლარი/კგ; ნორვეგიაში - 4,9 აშშ დოლარი/კგ; ხოლო ბულგარეთში - 2,7 აშშ დოლარი/კგ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა