მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ევროკავშირი აშშ-ის მეტალების ახალ ტარიფებზე საპასუხოდ ზომებს იღებს და €26 მლრდ ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადს აწესებს

news image

ევროკავშირი აშშ-ის მეტალების ახალ ტარიფებზე საპასუხოდ ზომებს იღებს და €26 მლრდ ($28.3 მლრდ) ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადს აწესებს. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი ვაშინგტონის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დაწესებას მოჰყვა, რაც სავაჭრო დაძაბულობას ზრდის. ევროკომისია წევრ ქვეყნებთან კონსულტაციებს იწყებს, რათა ტარიფები აპრილის შუა რიცხვებში ამოქმედდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადაწყვეტილება "მკაცრ, მაგრამ პროპორციულ" პასუხად შეაფასა, თუმცა თქვა ისიც, რომ ვაჭრობაზე დამატებითი ბარიერები ორივე ეკონომიკას დააზარალებს.

ახალი საბაჟო გადასახადები მნიშვნელოვნად აჭარბებს ტარიფებს, რომლებიც ტრამპის პირველ ვადაში დაწესდა, როდესაც აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტით, ევროკავშირის ფოლადისა და ალუმინის $7 მლრდ-იანი ექსპორტი გაანეიტრალა. საპასუხოდ, ევროკავშირის გეგმური ტარიფები შეეხება არა მხოლოდ მეტალს, არამედ ტექსტილს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის დროინდელი სავაჭრო კონფლიქტებით უკვე დაზარალებული პროდუქტები—ბურბონი, მოტოციკლები და იახტები—ევროკავშირის ახალ შეზღუდვებს დაექვემდებარება.

ტრამპმა ასევე დააანონსა ევროპის სავაჭრო პოლიტიკის საპასუხო ტარიფები, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადის (VAT) სისტემასთან დაკავშირებით. ინდუსტრიულ ტარიფებზე დათმობების, ამერიკული LNG-სა და თავდაცვითი პროდუქციის იმპორტის გაზრდის სანაცვლოდ - ევროპის კომისია აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ევროკომისარმა მაროშ შევჩოვიჩმა აღნიშნა, რომ თუ აშშ მოლაპარაკებებს წამოიწყებს, სავაჭრო დარტყმების თავიდან აცილება შესაძლებელია. ევროკავშირის ფოლადის ბაზარი ორი გამოწვევის წინაშე დგას: აშშ-ში ექსპორტის შემცირება და გადამისამართებული იმპორტის სავარაუდო ზრდა. ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპული ბაზარი, რომელიც უკვე სავსეა იაფი ფოლადით აზიიდან, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთიდან, შესაძლოა კიდევ უფრო პრობლემური გახდეს. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც აშშ-ში შესვლისგან სამი ტონა ფოლადი დაბლოკილია, ორი ტონა EU-ში გადამისამართდება. ალუმინის მწარმოებლები უფრო დიდ კონკურენციას ელოდებიან, განსაკუთრებით კანადისგან, რომელიც აშშ-ს ალუმინის იმპორტის ნახევარზე მეტს აწვდის.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა