მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

European Best Destinations-მა კურორტი გოდერძი ევროპის საუკეთესო სათხილამურო მიმართულებად დაასახელა

news image

გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations ევროპის საუკეთესო ზამთრის კურორტების  რეიტინგს აქვეყნებს. სიაში სამთო კურორტი გოდერძი პირველ ადგილზეა.  12 საუკეთესო მიმართულებას შორის, საქართველოს კურორტთან ერთად საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სამთო-სათხილამურო მიმართულები მოხვდნენ.

„თუ თქვენ ევროპაში საუკეთესო სათხილამურო თავგადასავლებს, ყველაზე ლამაზ სამთო ტრასებს, საუკეთესო ინფრასტრუქტურას და უბრალოდ ზამთრის არდადეგებზე გარანტირებულ თოვლს ეძებთ მაშინ დაგეხმარებით. აღმოაჩინეთ აჭარის რეგიონში უმაღლესი ხარისხის კურორტი გოდერძი, რომელიც წელს ევროპის  ყველაზე ცნობილ კურორტებზე წინ დასახელდა. აქ აღმოაჩენთ ისტორიის შარმისა და თანამედროვე ინოვაციების ნაზავს“,-წერს European Best Destinations.

სამოგზაურო პლატფორმა მკითხველს ინფორმაციას აწვდის აჭარის სამთო კურორტის უპირატესობების შესახებ.

„ კურორტი გოდერძი ზამთრის სამოთხეა მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის. აჭარაში მდებარე კურორტი ევროპის მთავარი სამთო მიმართულებაა, რომელიც ზამთრის საუკეთესო თავგადასავლებს გთავაზობთ.  აქ ზამთრის გრძელი სეზონი გელოდებათ.  ნოემბრიდან აპრილის შუა რიცხვებამდე თოვლი გარანტირებულია. კურორტის უნიკალური ალპური და სუბტროპიკული კლიმატის ნაზავი მაღალი ხარისხის თოვლს წარმოქმნის, რაც ნამდვილი სამოთხეა მოთხილამურეებისთვის. გოდერძი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სამთო საბაგიროებით, გონდოლებითა და ტრასებით გამოირჩევა. კურორტი მორგებულია როგორც დამწყებ, საოჯახო, ასევე პროფესიონალ მოთხილამურეებზე. გოდერძი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ზამთრის კურორტია, აქ ბუნების მშვენიერება მოქმედებს განწყობაზე და მშვიდ ფონს გთავაზობთ სრიალისა და დასვენებისთვის“,-წერს სამოგზაურო პლატფორმა და მკითხველს ქართული სტუმარმასპინძლობის შესახებ მოუთხრობს.

https://www.europeanbestdestinations.com/best-of-europe/best-ski-resorts-for-guaranteed-snow-in-europe/

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა