მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებთან შედარებით - ვახტანგ ცინცაძე

news image

„ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის დაჩქარებული და ათი თვის მაჩვენებლებით საქართველოს, როგორც ფართო რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

მისი ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2 % შეადგინა, ხოლო 10 თვის, ანუ იანვარი-ოქტომბრის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 6.9 % ით განისაზღვრა.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო აქტივობის კუთხით დაფიქსირებული ტენდეციები, ასევე საგარეო ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური დინამიკა.

„ზოგადად საინვესტიციო აქტივობას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ აღნიშნული მაჩვენებლები განპირობებულია, ერთი მხრივ, იმ ჯანსაღი მაკრო-ეკონომიკური პარამეტრებით, რაც ქვეყანას აქვს, ასევე იმ მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატით, რაც ქვეყანაში არის და რაც მთავარია, სტაბილურობის შეგრძნებით და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ სანდოობით, რომელიც ინვესტორებს გააჩნიათ"  - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ამასთან, ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც გაგრძელდება. მისი განცხადებით, ეს აისახება ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა