მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არ გამორიცხავს მთავრობასთან თანამშრომლობას - ნათია თურნავა

news image

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არ გამორიცხავს მთავრობასთან თანამშრომლობას, - ამის შესახებ სებ-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს ეროვნულ ბანკში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ძალიან მარტივ საკითხს მოვიყვან, იგივე რეფორმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იქნება ეს სავალუტო ფონდთან შეთანხმებული რეფორმები,თუ ეროვნული ბანკის კანონთან, სხვადასხვა ცვლილების შეტანა, რაც პერიოდულად ხდება, შეუძლებელია მხოლოდ ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს, თუკი მას არ ექნება მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა მთავრობასთან და რა თქმა უნდა, პარლამენტთან და შესაბამის კომიტეტთან. ეს ერთი მაგალითი. 

მეორე კარგი მაგალითი იქნება ინფლაციასთან ბრძოლა და მისი დაძლევის პოლიტიკა, რომელიც ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი და ფუნქციაა, მაგრამ გაცილებით უფრო ეფექტურია, როცა ეს ხდება მთავრობასთან კოორდინირებულად. მაგალითად ეროვნული ბანკი ატარებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას. ამავდროულად კი მთავრობა ატარებს პოლიტიკას, რომლის თანახმადაც მედიკამენტების ბაზარზე კონკურენცია იზრდება და წამლების ფასი მცირდება. იგივე თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროსთან, საბიუჯეტო პოლიტიკა დაკავშირებულია მონეტარულთან. ის რომ მე ვმუშაობდი მთავრობაში დამეხმარება ეფექტურ კოორდინაციაში“, - აღნიშნა თურნავამ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა