მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციებისთვის "ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის" ცვლილების პროექტს აქვეყნებს

news image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო კონსულტაციისათვის, "ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის" ცვლილების პროექტი გამოაქვეყნა.  
 

აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მოქმედი რედაქცია უკვე ითვალისწინებს ეროვნული ბანკისათვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის წესს. ცვლილების პროექტი კი განსაზღვრავს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების ვალდებულებას დაქვემდებარებულ სხვა ოპერაციებს და ამ ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს. წესის პროექტის თანახმად, ეროვნული ბანკი ასევე შეისწავლის იმ ოპერაციასაც, რომლის მეშვეობითაც ხდება ერთი ეკონომიკური აგენტის მიერ მეორე ეკონომიკური აგენტის აქტივების შეძენა, როდესაც აქტივების შემძენი ეკონომიკური აგენტი კომერციული ბანკი ან მიკრობანკია და ამასთან, კმაყოფილდება კონკრეტული პირობები ოპერაციას დაქვემდებარებული აქტივების საბალანსო ღირებულების ნაწილში. აღნიშნულ შემთხვევაში, ეკონომიკური აგენტის აქტივი გულისხმობს ისეთ ფინანსურ აქტივს (საკრედიტო პორტფელი (გარდა ჩამოწერილი საკრედიტო პორტფელისა) და სესხის მსგავსი მახასიათებლების მქონე სხვა მოთხოვნები), რომელიც ეკონომიკური აგენტის აქტიური ბიზნეს საქმიანობის განმსაზღვრელი და შემოსავლის მომტანია. 

საოპერაციო აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების თაობაზე მარეგულირებელი ორგანოს მიერ შეტყობინების მიღება და მისი შესწავლა-შეფასება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა რამდენადაც აღნიშნული ტიპის ტრანზაქციას შესაძლოა შედეგობრივად  კონცენტრაციის მსგავსი ეფექტი ჰქონდეს.
 

ბრძანების პროექტი საჯარო კონსულტაციის მიზნით ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა განთავსებული. შემოთავაზებების, შეკითხვების და მოსაზრებების გაგზავნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაბამისი დანართის მიხედვით ელ-ფოსტაზე - policy@nbg.gov.ge, 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით შეუძლია.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და უპასუხებს მხოლოდ ზემოაღნიშნული დანართის ფორმით მოწოდებულ არგუმენტირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა