მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7089.2
-0.001
flag
AZN 1.5949
-0.0006
flag
CNY 38.078
-0.0056
flag
EUR 3.1231
-0.0155
flag
GBP 3.5607
-0.0016
flag
KZT 51.52
0.0021
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7117
-0.001

ეკონომიკური ფორუმი არაჩვეულებრივი ფორმატია, ვფიქრობ, აუცილებლად საჭიროებს მხარდაჭერასა და შემდგომ განვითარებას - მიხეილ სარჯველაძე

news image

მადლობა და მართლაც არაჩვეულებრივი ფორმატია და ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად საჭიროებს მხარდაჭერას და შემდგომ განვითარებას, - ასე მიმართა და „იმედის დილის“ პირდაპირ ეთერში მადლობა გადაუხადა საქართველოში ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს გიორგი აბაშიშვილს ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. 

მიხეილ სარჯველაძე რიგით მე-14 ეკონომიკური ფორუმის მთავარი სტუმარი იყო, რომლის მთავარი თემაც „საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები იყო“. როგორც მინისტრმა განაცხადა, მსგავსი ტიპის ინიციატივები კერძო და საშუალო სექტორებს შორის ეფექტური თანამშრომლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. 

„ნება მიბოძეთ პირადად თქვენ (გიორგი აბაშიშვილს) მადლობა გადაგიხადოთ ინიციატივისთვის. გასულ კვირაში გამართულ შეხვედრაზე თქვენც აღნიშნეთ და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პლატფორმები, ასეთი ეფექტური, საქმეზე ორიენტირებული, საგნობრივი დისკუსიები იყოს რაც შეიძლება მეტად აქტიურიც, ხშირიც, სიღრმისეულიც. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს თანამშრომლობა კერძო და საშუალო სექტორებს შორის. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეფექტურად დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა და რა თქმა უნდა გამონაკლისი ვერც ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სექტორი იქნება. თქვენ ამისათვის მადლობა და მართლაც არაჩვეულებრივი ფორმატია და ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად საჭიროებს მხარდაჭერას და შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნა „იმედის დილის“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მიხეილ სარჯველაძემ. 

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის„ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა