მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7053
0.0006
flag
AZN 1.6182
0.0012
flag
CNY 37.833
0.0156
flag
EUR 3.1305
0.0078
flag
GBP 3.6827
0.0145
flag
KZT 53.75
0.0017
flag
TRY 0.0716
0.0001
flag
USD 2.7516
0.002

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა სკოლიდან შერჩეული მოსწავლეები იღებდნენ.

სკოლის რაუნდში 200 სკოლის 1374-მა მოსწავლე ჩაერთო, ეროვნულ ტურში კი საუკეთესო რეიტინგის მქონე 161-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

ტესტირების შედეგების საფუძველზე 11 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის არიან:

  • ანა ნიკოლაიშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
  • მირიან ფაიქიძე, ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა;
  • დემეტრე არდოტელი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
  • საბა მინდელი, ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლა;
  • ანა მაისურაძე, ახალი სკოლა (New School, International School of Georgia);
  • ანი გვარამაძე, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
  • გიორგი პეტუაშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
  • თენგო გელაშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
  • თედო  კილაძე, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი;
  • გიორგი ნემსაძე, ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა;
  • მარიამ მაისურაძე, მწვანე სკოლა.

გამარჯვებულები ეკონომიკის ოლიმპიადის საზაფხულო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 5 აგვისტოს დაიწყება და მასში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად უკრაინელი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. ბანაკში ქართველი მოსწავლეები ფინალურ ტურში ასპარეზობისთვის მოემზადებიან.

ფინალურ რაუნდში გამოვლენილი, საუკეთესო შედეგის მქონე 5 ქართველი მონაწილე კი სექტემბერში საბერძნეთში გაემგზავრება საერთაშორისო ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად.

ეკონომიკის ოლიმპიადა საქართველოში უკვე მეორედ იმართება. ინიციატივის გენერალური მხარდამჭერები არიან Economic Fundamentals Initiative, საქართველოს ბანკი, თავისუფალი უნივერსიტეტი. ეკონომიკის ოლიმპიადის პარტნიორები კი არიან Skillwill, BMG, UN Women

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა