მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

ეკონომიკაზე ბანკებმა აპრილში 52 744,3 მლნ ლარის სესხი გასცეს

news image

ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების (ნაშთები) მოცულობა ერთ თვეში 1%-ით გაიზარდა. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის აპრილის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხების მოცულობამ 52 744,3 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის მარტის მაჩვენებელი 52 020,5 მლნ ლარი იყო.

თუ აღნიშნულ მაჩვენებლებს წლიურ ჭრილში გავაანალიზებთ, სახეზეა 21%-იანი ზრდა. 2023 წლის აპრილში ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების (ნაშთები) მოცულობა 43 573,1 მლნ ლარი შეადგინა.

მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების 46%-ი იურიდიულ კომპანიებზე გაცემული სესხებია, აპრილის მაჩვენებლებით საუბარია 24 333,9 მლნ ლარზე. თვიურ ჭრილში აქ ზრდა 1%-ია, ხოლო წლიურად - 25%-ი. 

რაც შეეხება შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებს 2024 წლის აპრილის მდგომარეობით  28 410,4 მლნ ლარია, ზრდა მარტთან შედარებით 2%-ია, ხოლო 2023 წლის აპრილთან შედარებით 18%-ი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა