მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

ეკონომიკა  იზრდება, მაგრამ ამ პროცესმა მდგრადობა და სტაბილურობა ვერ შეიძინა - სოსო ბერიკაშვილი

news image

საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდა, მაგრამ ტრენდი მაინც დადებითია. ახლა მთავარი გამოწვევა ეკონომიკური ზრდის კეთილდღეობაზე ასახვაა, ამ მხრივ ეკონომიკურმა ზრდამ მდგრადობა ვერ შეიძინა. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia-თან ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს.

,,ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე ვრჩებით. მიღწეული კარგია, მაგრამ პრობლემაა, რომ მაინც არ გვაქვს  ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და ჩვენს თანამოქალაქეებზე არ აისახება ისე, როგორც უნდა იყოს. რაღაც მდგრადობა და სტაბილურობა ამ პროცესმა ვერ შეიძინა. ჩვენ გვჭირდება კეთილდღეობაზე ასახული ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები ვართ  6,2%-თაც კი, მეტი გვჭირდება. ღარიბი ქვეყანა ვართ და  თუ არ გავიზრდებით, ვერ დავეწევით განვითარებულ ქვეყნებს, ეს გამოწვევაა", - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის მომხდენ ფაქტორებს, მისი თქმით, მოკლევადიანი ეფექტები ამოწურულია. შესაბამისად, რეალური ზრდაა,  თუმცა არასაკმარისი. 

,,ეკონომიკურ ზრდაზე სხვადასხვა ფაქტორი მოიქმედებს, ჩვენ გვქონდა სავალუტო შემოდინებები, ასევე ინვესტიციები, რასაც განგრძობითი ეფექტი აქვს ეკონომიკაზე. შარშან მაღალი ტურისტული შემოდინება არ გვქონდა, შესაბამისად, მანდაც ცოტა დაემატა, მთლიანობაში შედეგი დადგა, რაც საერთო ჯამში არცთუ უმნიშვნელოა. თუმცა მეტი შეგვიძლია და ეს უნდა იქცეს მასტიმულირებლად. ეს ჩვენი 6 %-იანი ეკონომიკური ზრდა უფრო რეალურია, ვიდრე 10%-იანი იყო.  დიდი ალბათობით, 2024 წელს ამ მაჩვენებლით  რეგიონში ლიდერები ვიქნებით", - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა