მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7056.6
0.0209
flag
AZN 1.6165
-0.0003
flag
CNY 37.802
-0.0039
flag
EUR 3.1143
-0.0096
flag
GBP 3.6648
-0.0084
flag
KZT 53.42
-0.0016
flag
TRY 0.0715
0.0001
flag
USD 2.7487
-0.0005

ეკატერინე მიქაბაძემ გალტ & თაგარტის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ გალტ & თაგარტის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზებულ, საქართველოში სეკიურიტიზაციის განვითარების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ძალისხმევას კაპიტალის ბაზრის რეფორმების წარმართვის კუთხით.


ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის - სეკიურიტიზაციის - შესახებ კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა. ახალი სამართლებრივი ჩარჩო სეკიურიტიზაციასთან დაკავშირებულ რისკებს არსებითად ამცირებს და ინვესტორებისთვის ტრანზაქციის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.


რეფორმის მიზანია ქვეყანაში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა როგორც საფინანსო, ისე არასაფინანსო სექტორისთვის. ახალი კანონი საშუალებას მისცემს ბიზნეს სუბიექტებს სამომავლოდ მისაღები თანხების სტაბილური ნაკადები  მიმდინარე ლიკვიდურ აქტივებად გარდაქმნან და ამის საფუძველზე გააფართოონ თავიანთი საქმიანობა. 


კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ გალტ & თაგარტის კვლევის შედეგებს საქართველოში სეკიურიტიზაციის განვითარების შესახებ, რომელიც მოიცავდა სეკურიტიზაციის განვითარების ტენდენციებს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და ამ ანალიზის საფუძველზე სეკიურიტიზაციის პერსპექტივებს საქართველოში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა