მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

ეკატერინე მიქაბაძე - "ბაზისბანკის" მიერ მდგრადობის სტატუსის მქონე საჯარო ფასიანი ქაღალდების განთავსება ხელს უწყობს როგორც ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ასევე მწვანე პროექტების დაფინანსებას

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ, "ბაზისბანკის" მიერ მდგრადობის ობლიგაციების გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. 

"ბაზისბანკმა", მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობის საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა, რაც ადგილობრივ ბაზარზე მდგრადობის ობლიგაციების პირველი გამოშვება და ბოლო წლების განმავლობაში კომერციული ბანკის მიერ ადგილობრივ ბაზარზე განხორციელებული პირველი საჯარო ემისიაა. ობლიგაციებში ბანკის სტრატეგიული ინვესტორის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა, დარჩენილი ობლიგაციები კი სხვა ინვესტორებმა შეიძინეს. 

"ბაზისბანკმა", მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობის საჯარო ობლიგაციების გამოშვების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პირველი გამარტივებული პროსპექტი გამოიყენა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალურად ბანკებისთვის შეიქმნა. აღნიშნული გამარტივებული მექანიზმით ფასიანი ქაღალდების გამოშვება მეტად ეფექტური ხდება, კომერციულ ბანკები დროისა და რესურსების ოპტიმიზაციას ახდენენ. 

როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, "ბაზისბანკის" მიერ მდგრადობის საჯარო ფასიანი ქაღალდების განთავსება ბაზარზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და ხელს უწყობს როგორც ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ასევე მდგრადი დაფინანსების ფარგლებში მწვანე, სოციალური პროექტების დაფინანსებასა და ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციას. 

მისივე თქმით, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი მუდმივად ვითარდება, ფართოვდება და მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. 

"კორპორაციული ობლიგაციების ძლიერი ბაზარი ტრადიციული დაფინანსების უმნიშვნელოვანესი ალტერნატივაა. ის კომპანიებს საშუალებას აძლევს, კაპიტალი უფრო ეფექტურად და პოტენციურად დაბალი ხარჯებით მოიზიდონ. საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი მუდმივად ფართოვდება და მწვანე, სოციალური და მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. კერძოდ, 2023 წელს ექვსმა კომპანიამ გამოუშვა მწვანე, სოციალური ან მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები, რითაც 550 მლნ ლარამდე კაპიტალი მოიზიდა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ESG ობლიგაციების ბაზრის ზრდის ეს დადებითი ტენდენცია მიმდინარე და მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება. ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მოზიდული სახსრების როლი კომპანიების დაფინანსების სტრუქტურაში სულ უფრო გადამწყვეტი ხდება. ჩვენი მოლოდინით, ESG ობლიგაციები ამ სტრუქტურაში მომავალში ცენტრალურ როლს ითამაშებს", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ADB-ის როლზე და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების წინსვლას და ESG ობლიგაციების ბაზრის ზრდას უწყობს ხელს. 

მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ADB-მა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ გამოშვებულ მწვანე, გენდერულ და მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებში ინვესტიციები განახორციელა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა