მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7056.6
0.0209
flag
AZN 1.6165
-0.0003
flag
CNY 37.802
-0.0039
flag
EUR 3.1143
-0.0096
flag
GBP 3.6648
-0.0084
flag
KZT 53.42
-0.0016
flag
TRY 0.0715
0.0001
flag
USD 2.7487
-0.0005

ეკატერინე გალდავა საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობის საბჭოსა და კორეის ფინანსური სერვისების კომისიის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-9, ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში (IFCF) მონაწილეობს. ფორუმი გლობალური ფინანსების მომავლის ფორმირების საკითხების განხილვას ეთმობა.

ფორუმის გახსნითი ნაწილის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში საქართველოს როლის ზრდა  წარმოადგენს, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველომ მნიშვნელოვან ფინანსურ სტაბილურობასა და მყარ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებსა და პროგრესს  ფინტექ და საგადახდო მიმართულებით.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი წამყვან როლს თამაშობს ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ხელშეწყობაში.

„სებ-მა იმგვარი სტრატეგიული მიდგომა შეიმუშავა, რომელიც ღია მარეგულირებელ პოლიტიკაზეა ორიენტირებული და ფინანსური სისტემის სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული. ეს მიდგომა პირველადი ფინტექ ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით მხარდამჭერი გარემოს შექმნას გულისხმობს და ინოვაციური იდეების ტესტირებისთვის „რეგულირების ლაბორატორიის“ შემუშავებას ითვალისწინებს. ეს ინიციატივები მხარს უჭერს საფინანსო სისტემის დიჯიტალიზაციას და ხელს უწყობს ინოვაციური გადაწყვეტების ტესტირებასა და დანერგვას, რათა რეგიონის ფინტექ სტარტაპებს წვდომა მისცეს საქართველოს ბაზარზე და ეროვნული ბანკის პლატფორმები ექსპერიმენტებისა და ბიზნეს მოდელის გაუმჯობესების სამართავად გამოიყენოს“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ სიტყვით გამოსვლისას.

ფორუმის სესიები ეძღვნება ფინანსებსა და მონაცემთა დაცვაში  ხელოვნური ინტელექტის როლს, ციფრული ტრანსფორმაციის ინოვაციებს, კიბერ და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ რისკებს. 

ფორუმში ევროპისა და აზიის ცენტრალური ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სეულში ვიზიტისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვდება სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს იონგრეოლ ლის, კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციისა და კლირინგის ინსტიტუტის პრეზიდენტს იონგ სეოკ პარკს, და კორეის ფინანსური უსაფრთხოების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს გურაკ იმს.
ეკატერინე გალდავასთან ერთად, სეულში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარლამ ებანოიძე და საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა