მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7041
-0.0044
flag
AZN 1.5894
-0.0012
flag
CNY 37.664
0.0158
flag
EUR 3.1254
0.0382
flag
GBP 3.5905
0.0299
flag
KZT 50.04
0.0023
flag
TRY 0.0664
-0.0001
flag
USD 2.7029
-0.0021

ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც შენს ქვეყანაში გაფასებენ - ფინანსური ბონუსი, რაც საქართველოს ნაკრებს გაგვიკეთეს, ჩემთვის მოტივაციაა | ლუკა ლოჩოშვილი

news image

ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი თანხის მნიშვნელობაზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

იგი კაპიტან გურამ კაშიას მიერ გუნდის სახელით ნათქვამ მადლობასაც გამოეხმაურა.

„ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც შენს ქვეყანაში გაფასებენ - ღირსების ორდენი იყო, იყო ფინანსური ბონუსი, რაც საქართველოს ნაკრებს გაგვიკეთეს - მოტივაცია არის, წახალისება არის. ჩვენი კაპიტანია და ყველა ფეხბურთელის სახელით მან მადლობა გამოხატა. რა თქმა უნდა, გუნდში ყველა მადლობელია. ჩემთვის ყველაფერი მოტივაციაა, როდესაც ვიღაც რაღაცას გიფასებს, შენი საქმე რომ ფასდება. ვფიქრობ, ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, რაც მოხდა - ის ისტორია, რაც სტადიონზე დავწერეთ და უნდა განვვითარდეთ ყველა ერთად. უფრო ბედნიერი უნდა იყოს ის თაობა, რომელიც თამაშს ახლა იწყებს“, - განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა