მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028
0.0053
flag
AZN 1.6173
-0.0001
flag
CNY 37.601
-0.0077
flag
EUR 3.1614
0.0365
flag
GBP 3.677
0.0381
flag
KZT 53.02
0.0045
flag
TRY 0.0719
-0.0002
flag
USD 2.75
-0.0003

დიდთოვლობის გამო, ვიზიტორების მიღება დღეისათვის შეჩერებულია - „ენგური ატრაქცია“

news image

დიდთოვლობის გამო, ვიზიტორების მიღება დღეისათვის შეჩერებულია, მალე დაგიბრუნდებით, - ამის შესახებ „ენგური ატრაქციის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

„ენგური ატრაქცია“ გახლავთ სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და შემდგომში მისი მართვაა.​

მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში აშენებული ენგურის ჰიდროელექტრო კაშხალი საქართველოში სამოქალაქო ინჟინერიის მიღწევების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ობიექტები, რომლებიც ენგურჰესის შემადგენლობაში შედის, თითქმის ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს ქალაქ ჯვარიდან შავ ზღვამდე.

მასში შედის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, მათ შორის ენგურის თაღოვანი კაშხალი და 400-მდე გვირაბი და არხი, რომელთაგან ყველაზე გრძელი დაახლოებით 15 კილომეტრია. ქალაქ ჯვარში, მდინარე ენგურის ვიწრო კანიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს თვალწარმტაცი პეიზაჟებით აშენებული ენგურის თაღოვანი კაშხალი 1978 წლიდან ფუნქციონირებს. ენგური 271,5 მეტრი სიმაღლით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია.

ადგილის კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, 2015 წელს ენგურის თაღოვან კაშხალს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის სამრეწველო მემკვიდრეობის სტატუსი.

2021 წლის ნოემბრიდან ვიზიტორებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ნახონ თაღოვანი კაშხლის ყველა მიმზიდველი ობიექტი და გაეცნონ ჰიდრო რესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოების ძირითად ასპექტებს.

2022 წლიდან ენგურის კაშხალი ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის წევრი გახდა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა