მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

დღეს არ არსებობს ფუნდამენტური ცვლილებები ეკონომიკაში, რომელიც საჭიროებს კონკრეტულ ღონისძიებებს - ალექსანდრე ძნელაძე

news image

დღეს არ არსებობს ფუნდამენტური ცვლილებები ეკონომიკაში, რომელიც საჭიროებს კონკრეტულ ღონისძიებებს, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე. როგორც ძნელაძემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, დღევანდელ სიტუაციაში არ არსებობს ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც ცუდი პროგნოზის საშუალებას იძლევა.

„უნდა აღვნიშნო, რომ სებ-მა მიიღო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემსუბუქების გადაწყვეტილება, რითაც ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის შემცირების ტენდენციას. ეს იყო გაცხადებულიც წლის დასაწყისში და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროცესი ისევ მიმდინარეობს. ასევე სებ-ის მიერ იყო კონკრეტული ინფლაცია მოწოდებული რის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, რამდენად ფრთხილად ეკიდება ამ გადაწყვეტილებებს რეგიონში არსებული რისკების და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ზედამხედველობის ფონზე. დღეს არ არსებობს ფუნდამენტური ცვლილებები ეკონომიკაში, რომელიც საჭიროებს კონკრეტულ ღონისძიებებს. მოკლევადიან რყევებთან მიმართებაში არამხოლოდ განცხადებით, არამედ კონკრეტული ინტერვენციით მოახდინა ლარის კურსის მერყეობის შეჩერება და ხელის შეწყობა, რომ მოლოდინების ცვლილებას არ შეუწყოს ხელი. მაგრამ აქვე ვიტყოდი, რომ დღეის მდგომარეობით ეს მოკლევადიანი რყევები, რომელიც ცალსახად კონკრეტული ადამიანების ჯიბეზე შეიძლება აისახოს, დღევანდელ სიტუაციაში არ არსებობს ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც ცუდი პროგნოზის საშუალებას იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიან რეჟიმშიც არსებობდეს კონკრეტული გეგმა, რომელიც ამ მოკლევადიან რყევებთან ერთად დააბალანსებს გრძელვადიან გეგმასაც. 

დღეს იმპორტი მკვეთრად შემცირებულია სითბოს მატებასთან ერთად და შემოდგომამდე უფრო მარტივი იქნება ამ მოკლევადიანი კრიზისის გადავლა. დღესაც მუშაობენ ანალიტიკოსები და მნიშვნელოვანია, რომ სებ-ს აქვს რეკორდულად მაღალი რეზერვები და ამას აქცევს ყურადღებას. გრძელვადიანი პროგნოზიც, რომ უფრო ნათლად გვესმოდეს, ესეც მნიშვნელოვანია ყველასთვის. 

მოკლევადიანი, საშუალო ვადიანი პერიოდისთვის იქმნებოდა ეს რეზერვი და ამაზე კეთდებოდა ყოველთვის აქცენტი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეზერვი“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა