მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

დღეიდან პაისერა ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის ევროპაში ევროს გადარიცხვას საკომისიოს გარეშე სთავაზობს

news image

დღეიდან პაისერა ბანკი საქართველოს მომხარებლებისთვის ევროპაში ევროს გადარიცხვას საკომისიოს გარეშე სთავაზობს. როგორც პირველი ციფრული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პეისერა ბანკი თავის მომხმარებელს ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად უხსნის ევროპულ, საერთაშორისო, საბანკო ანგარიშს. 

„პაისერა ბანკი საქართველო ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროკავშირის კანდიდატის სტაუსის მიღებას. ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის მეტად ხელშეწყობის მიზნით, დღეიდან პაისერა ბანკი საქართველო თავის მომხარებლებს ევროპაში ევროს გადარიცხვას საკომისიოს გარეშე სთავაზობს.

ჩვენი სლოგანია „უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობები“, ჩვენი მიზანია-გავამარტივოთ და მოვხსნათ ყველა ბარიაერი, საქართველოსა და ევროპას შორის ანგარიშსწორების ნაწილში.

პაისერა ბანკი საქართველო თავის მომხმარებელს ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად უხსნის ევროპულ, საერთაშორისო, საბანკო ანგარიშს. აღნიშნული კი ქართველ მომხმარებელს, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირს,  ერთდროულად აძლევს წვდომას ერთიანი ევრო გადახდის სისტემაზე (SEPA, SEPA INSTANT) და საქართველოს საანგარიშწორბო სისტემაზე (RTGS)“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიო.

SEPA-ს ქვეყნებთან ბიზნესის წარმოების, ვაჭრობის და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით აღსანიშნავია, რომ SEPA INSTANT-ით პაისერა ბანკი თავის მომხმარებელს შესძლებლობას აძლევს ევროპაში ევროში ანგარიშსწორება განახორცილეოს 24/7-ზე, 365 დღის განმავლობაში, მყისიერად.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლისთვის SEPA მოიცავს 36  ქვეყანას - ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, 3 ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყანა (ნორვეგია, ლიხტენშტეინი, ისლანდია),  ასევე გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია, მონაკო,  სან მარინო, ვატიკანი და ანდორა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა