მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

დეველოპერულ პროექტებში ჰელიო სისტემების გამოყენებას ვგეგმავთ - ელგუჯა თურმანიძე

news image

კომპანია „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ შემდგომ დეველოპერულ პროექტებში ჰელიო სისტემების გამოყენებას გეგმავენ.

ჰელიო სისტემების გამოყენებას ვგეგმავთ ჩვენს შემდგომ პროექტში. გავახმოვანებ მხოლოდ „ეიჟენ გარდენს“, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი ბრენდის მასშტაბური მიმართულება. სადაც ჩვენ საშუალება გვექნება  განვახორციელოთ განახლებადი ენერგიის ჰელიო სისტემების პროექტი, სადაც გამომუშავებული ენერგიის  60%-ს ჩვენ მოვიხმართ, ხოლო დანარჩენის ქსელში გაშვება მოხდება“, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ.

მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება აღმოსავლეთ საქართველოში იგეგმება.

„აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს აღმოსავლეთ საქართველოში კერძოდ, კახეთში  ჰელიო სისტემების პროექტზე.  

ერთია ენერგიის გამომუშავება, მეორეა მისი შენახვა და  გადაცემა შემდგომი მოხმარებისთვის. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. შავი ზღვის კაბელის პროექტის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტად მომხიბვლელი გახდება ეს სფერო.  

 ჩვენ ასევე ვგეგმავთ საკუთარ პროექტებში განახლებადი ენერგოსისტემების მოწყობას. ფაქტობრივად ეს უკვე დაგეგმილი გვაქვს და შემდგომ პროექტებში განხორციელდება“,- განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ.

მისი თქმით, „ელთ ბილდინგმა“ ბოლო 7 წლის განმავლობაში 10-ზე მეტი დეველოპერული პროექტი დაასრულა.

„სწორედ ამიტომ დავაფიქსირეთ ჩვენი მაღალი ინტერესი განახლებად ენერგიებთან დაკავშირებით. ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მეგავატზე მოთხოვნას მხოლოდ ჩვენ ვაჩენთ და ორი წლის ჭრილში სამი მასშტაბური პროექტის პრეზენტაციას ვგეგმავთ“, -აღნიშნა ელგუჯა თურმანიძემ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა