მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7073.8
0.0003
flag
AZN 1.5985
0.0001
flag
CNY 37.878
-0.0007
flag
EUR 3.1875
0.0004
flag
GBP 3.6909
-0.005
flag
KZT 52.32
0
flag
TRY 0.0679
-0.0001
flag
USD 2.7181
0.0001

დეილი, გვირილა, სპარი და იოლი ერთ ჰოლდინგში ერთიანდება

news image

კომპანია „დეილი“, რომელიც ბაზარზე მაღაზიათა ქსელების - დეილი“ და გვირილას სახელით ოპერირებს და კომპანია „ფუდმარტი“, რომელიც ბაზარზე სპარის და იოლის მაღაზიათა ქსელებითაა წარმოდგენილი ერთ ჰოლდინგში გაერთიანდება. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „დეილიში“ განუცხადეს. 

„შპს „დეილი“ , რომელიც ბაზარზე მაღაზიათა ქსელების - დეილის და გვირილას სახელით არის წარდგენილი და შპს „ფუდმარტი“, რომელიც ბაზარზე სპარის და იოლის მაღაზიათა ქსელების სახელით პოზიციონირებს ერთ ჰოლდინგში გაერთიანდებიან.

ეს სიახლე რითეილერ სეგმენტში ყველაზე დიდი გაერთიანებაა და ბაზრის წილის განსაზღვრაში ძალიან დიდ როლს შეასრულებს“, - განმარტავენ კომპანიაში.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სწრაფი მოხმარების პროდუქტების(FMCG) ბაზარზე, ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კერძოდ, ერთი საკითხი ეხება - შპს „ჰოლდინგ.ჯი-ის" მიერ შპს „დეილის" 30%-იანი წილის შეძენას, ხოლო მეორე -  შპს „დეილის" მიერ შპს „ფუდმარტის" 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას.

GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში, 2023 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-მდე კომპანია. არსებული მდგომარეობით ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) შეადგენს 399 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) იზრდება 445 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI= 46.  აღნიშნულის გათვალისწინებით, GCCA-ის გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცენტრაციები შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული  კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2024 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) 7 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 3 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა