მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება

news image

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე  აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე ილუმინაციების მონტაჟი ცოტა მოგვიანებით დაიწყება. 

„როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთაველის გამზირისა, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის  სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მინდა, მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება შაბათს, 14 დეკემბერს და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები. მინდა გითხრათ, რომ თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე ლამაზი საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა; სადაც პატარები ნახავენ ნამდვილ დღესასწაულს და გაერთობიან. ყველა პირობა იქნება ამისთვის შექმნილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში იქნება იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. 

„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ არიან გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობდნენ. თუმცა, მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და გითხრათ, რომ ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ერთად ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ ჩვენი სამშობლოს გამარჯვებები. გელოდებით ყველას შაბათს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე, შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. რაც მთავარია, აუცილებლად ჩაიცვით თბილად, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა