მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, არჩევნების შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გვქონდა პირველი ვიზიტი. მე მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საუკეთესო მასპინძლობისთვის. სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობის საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობაა“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აზერბაიჯანის ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი,  სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამო, საქართველოს უკავშირდება. გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ჩვენთვის თანამშრომლობის საინტერესო მიმართულებებს წარმოადგენს. ვფიქრობ, არაერთ ორმხრივად საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა ფაიგ გულიევმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა