მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7068.7
0.0224
flag
AZN 1.6137
-0.001
flag
CNY 38.109
0.0174
flag
EUR 3.0464
-0.0548
flag
GBP 3.6243
-0.0252
flag
KZT 53.98
0.0082
flag
TRY 0.0707
-0.0004
flag
USD 2.744
-0.0016

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა 8 თვის სტატისტიკის მიხედვით, ინტერესი ყველაზე მეტად კანიონებისა და მღვიმეების მიმართ არის გაზრდილი

news image

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა 8 თვის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტერესი ყველაზე მეტად კანიონებისა და მღვიმეების მიმართ არის გაზრდილი:

ნავენახევის მღვიმე - 33%

სათაფლია - 20%

მარტვილის კანიონი - 12%

პრომეთეს მღვიმე - 10%

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორები უპირატესობას მარტივ ეკოტურისტულ ობიექტებს და ბუნების ძეგლებს ანიჭებენ, სადაც კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაა წარმოდგენილი.

ნავენახევის მღვიმე შედარებით ახალი ეკოტურისტული ობიექტია და ვიზიტორთა მხრიდან სწრაფად მზარდი ინტერესით გამოირჩევა. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, რეკორდული ზრდა 33% ნავენახევის მღვიმეში დაფიქსირდა.

ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორისაა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი, რომლებსაც ჯამში 619 743 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმდინარე წელს, კანიონები და მღვიმეები ვიზიტორთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს,რაც გამოწვეულია ადგილზე არსებული მოწესრიგებული და უსაფრთხო ინფრასტრუქტური. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს სხვადასხვა ეკოტურისტული სერვისების გაუმჯობესებას, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორთარაოდენობის ზრდას. აღნიშნული საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას მიიღონ მეტი შემოსავალი და გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა“ - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ.

საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად პირველ ხუთეულში მოექცა ინდოეთიც.

 

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა