მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს ერთადერთ სწორ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას - ილია დარჩიაშვილი

news image

„საქართველოს ევროინტეგრაციის კომისიამ დღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ დამტკიცდა სამოქმედო გეგმა ევროკომისიის კონკრეტულ  რეკომენდაციებთან დაკავშირებით.  საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად განაგრძობს  ევროკომისიასთან კოორდინაციას.“  - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროინტეგრაციის 70-ე კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სამოქმედო გეგმაში გაწერილია  ის კონკრეტული ვადები და პერიოდები, რომელთა ფარგლებშიც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ერთმანეთს ორივე მხარეს არსებული მოლოდინები, ასევე შეჯერდეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები და პოზიციები. „ამ დოკუმენტის მთავარი სულისკვეთება არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას ძალიან აქტიურად ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ჩვენი ინტერესია რეფორმები მაქსიმალური ინკლუზიურობით განხორციელდეს“ - განაცხადა მინისტრმა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს გააჩნია გრძელვადიანი რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც  ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება და რომლის მიზანია საქართველო მაქსიმალურად  დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, როგორც საკანონმდებლო ისე ინსტიტუციური თვალსაზრისით.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება სწევს,  კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს  და 15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს ერთადერთ სწორ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“ - ხაზგასმით განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა