მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.7
0.0004
flag
AZN 1.6025
-0.0003
flag
CNY 37.975
-0.0016
flag
EUR 3.1882
-0.0043
flag
GBP 3.7376
-0.0063
flag
KZT 52.34
-0.0018
flag
TRY 0.0683
-0.0002
flag
USD 2.7236
-0.0006

დარიჩინის ფუნთუშებზე მოთხოვნა იზრდება - „დარიჩინი“

news image

Cinnamon/დარიჩინის ფუნთუშებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ნუცა გოჯიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, 2 წელია, რაც კაფე ,,დარიჩინი“ თბილისში გაიხსნა.

ამასთან, პირველი ქართული ბრენდია საქართველოში, რომელმაც დარიჩინის ხვეულების უგემრიელესი პროდუქცია მომხმარებელს პროფესიონალურ დონეზე შესთავაზა. 

იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ასეთი პროდუქტი სიახლეა, რისკი ნამდვილად იყო, თუმცა წარმოებამ გაამართლა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, მოთხოვნა თანდათან იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ცნობადობის ამაღლების კუთხით ბაზარზე გამოწვევა ჯერ კიდევ არსებობს.

„ჩვენი პროდუქცია დარიჩინის ხვეულებია, რომელიც ფუნთუშასთან ასოცირდება, მაგრამ გემოვნური თვისებებით უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ფუნთუშა. პირველები ვართ ადგილობრივ ბაზარზე, ვინც ეს ნიშა დაიკავა.  შესაბამისად, ცნობადობის ამაღლება იყო გარკვეული გამოწვევა, რაზეც მუშაობა გვიწევს.

ამ კუთხით გვაქვს გარკვეული მიღწევებიც, მეტმა ადამიანმა გაიგო დარიჩინის ფუნთუშების შესახებ და ჩვენი მომხმარებელია, მაგრამ გვინდა, ეს წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეტი სეგმენტი მოვიცვათ“, - ამბობს ნუცა გოჯიაშვილი.

იქიდან გამომდინარე, რომ დარიჩინის ფუნთუშების მიმართულება ჯერ კიდევ სიახლეა, ბაზარზე კონკურენცია ნაკლებია.

ამ კუთხით საერთაშორისო ბრენდის საქართველოში შემოსვლას Cinnamon - ის დამფუძნებელი მიესალმება კიდეც და ამბობს, რომ ახალი კომპანიის გამოჩენა ბაზარზე დადებით გავლენას მოახდენს.

„დარიჩინის ფუნთუშების შესახებ იცის თითქმის ყველამ, ვინც მოგზაურობს, დანარჩენები ახლა იგებენ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ პროდუქტის მიმართ ცნობადობა ავამაღლოთ.

მომხმარებლამდე სწორად მივიტანოთ გზავნილი, რომ დარიჩინის ხვეულები, როგორც ყველაზე გემრიელი და უნიკალური დესერტი, ადამიანებითვის გამორჩეული და საუკეთესო საჩუქარია, რომელთა განწყობაზეც ვზრუნავთ ან უბრალოდ, გვინდა, ტკბილეული მივართვათ.

გვახარებს ის ფაქტიც, რომ ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესი იზრდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გაფართოებაც, რაც სამომავლო გეგმაშია. პროექტზე ვმუშაობთ და დეტალები უახლოეს პერიოდში დაზუსტდება“, - ამბობს ნუცა გოჯიაშვილი Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, Cinnamon/დარიჩინი საქართველოში 2021 წელს დაფუძნდა. კომპანიაში დაახლოებით 10-15 ადამიანია დასაქმებული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა