მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

დაფარე კომუნალური გადასახადები უცხოური ბარათით Pay.ge- ზე

news image

"ლიბერთი" ბანკს მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს: ამიერიდან, კომუნალური, ინტერნეტის და კომუნიკაციის გადასახადების დაფარვა შესაძლებელი იქნება უცხო ქვეყნის ბარათებით, მომენტალური გადახდების ონლაინ პლატფორმაზე Pay.ge! სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისთვის, პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშე.

"ლიბერთი" ყოველთვის ფიქრობს მომხმარებლების საჭიროებებზე და ცდილობს დანერგოს ისეთი სიახლეები, რომლებიც მათ ცხოვრებას გაამარტივებს. უკვე დიდი ხანია არსებობდა ისეთი სერვისის საჭიროება, რომელიც დაეხმარებოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საქართველოში მყოფ, თავისთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე ზრუნვაში, მათი კომუნალური გადასახადების დაფარვით. ჩვენი გუნდის დახმარებით, ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს პლატფორმაზე Pay.ge. მოხარულები ვართ და ვეცდებით კიდევ უფრო მეტი სასარგებლო სერვისი შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას და "ლიბერთის" მომხმარებლებს" - დავით მესხიძე, ლიბერთის ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელი
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა