მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7092
0.0054
flag
AZN 1.6121
-0.0006
flag
CNY 38.048
0.0005
flag
EUR 3.0686
-0.0046
flag
GBP 3.6432
-0.0035
flag
KZT 53.77
0.0007
flag
TRY 0.0706
-0.0003
flag
USD 2.7415
-0.001

ComCom-მა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ის წარმომადგენლებთან ერთად ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

news image

კომუნიკაციების კომისიამ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელისა (EaPeReg) და ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMREG) წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაძლიერებასთან დაკავშირებული ციფრული რუკის დანერგვის მიმართულებით, ქვეყნების მაგალითების განხილვას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და სამომავლო გეგმების დასახვას ემსახურებოდა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა და EaPeReg-ის 2023 წლის თავმჯდომარემ, ეკატერინე იმედაძემ გახსნა და ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ის თანამშრომლობის დადებით ასპექტებზე, კერძოდ კი, საუკეთესო გამოცდილებების გაზიარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. ეკატერინე იმედაძესთან ერთად, გახსნით ნაწილში, ღონისძიების მონაწილეებს EMREG-ის თანა-თავმჯდომარე და ITU-ს ევროპის ოფისის წარმომადგენელიც მიესალმნენ.

 

გახსნითი ნაწილის შემდგომ, შეხვედრის მონაწილეებმა გამოცდილების გაზიარების მიზნით, წევრი ქვეყნების მაგალითები წარმოადგინეს. საქართველოს მაგალითი ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ განიხილა. მოგვიანებით, ინდივიდუალურ მაგალითებზე პრეზენტაციები პორტუგალიის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (ANACOM) და რუმინეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (ANCOM) მომხსენებლებმა წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, ფართოზოლოვანი მომსახურების ტარიფების შემცირების და სერვისების გაძლიერებასთან დაკავშირებული ციფრული რუკის დანერგვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა