მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

ComCom-მა „ფორმულას" კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის კანონდარღვევით მინიჭებისთვის სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა

news image

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა" საქართველოს „საარჩევნოკოდექსის" დამრღვევად სცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმიშეუდგინა.

 

ComCom-ში მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს შემოვიდა „ფორმულას" წერილიპოლიტიკური გაერთიანების - „გახარია საქართველოსთვის" კვალიფიციური საარჩევნოსუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის"თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტადაღიაროს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,კანონით დადგენილი პირობებით, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ხუთი, ანარჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული ერთი საზოგადოებრივი აზრისკვლევის თანახმად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით.ამასთან, მაუწყებელი ვალდებულია გადაამოწმოს, რომ კვლევა ჩატარებულია„საქართველოს საარჩევნო კოდექსის" შესაბამისად. წერილში ტელეკომპანია„ფორმულას" გამოგზავნილი ჰქონდა კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის" მიერმიმდინარე წელს ჩატარებული 5 კვლევის შედეგი, რომლითაც პოლიტიკურგაერთიანებას „გახარია საქართველოსთვის" 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.

 

მაუწყებელს კომისიისთვის არ წარმოუდგენია შესაბამისი ინფორმაცია დადოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მან შეისწავლა ან გადაამოწმასაზოგადოებრივი აზრის კვლევა და დარწმუნდა, რომ ის აკმაყოფილებდა კანონითდადგენილ მოთხოვნებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომმაუწყებელმა საარჩევნო სუბიექტს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსიკანონდარღვევით მიანიჭა, რითიც დაარღვია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი".შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ComCom-მა მაუწყებელისამართალდამრღვევად სცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმიშეუდგინა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა