მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

ComCom-ის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს კომპლექსური კვლევა გააცნეს

news image

საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციაში შემავალი ოპერატორებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ინტერნეტის ფასის დაწევის, ასევე, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის გახსნისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხების განხილვას დაეთმო. შეხვედრაზე ComCom-ის წევრი, ეკატერინე იმედაძე კომპანიების წარმომადგენლებს მიესალმა და კომისიის მიმდინარე პროექტებზე, ტელეკომ ოპერატორებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, მცირე და საშუალო ოპერატორების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

ღონისძიებაზე კომუნიკაციების კომისიის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე სიჭინავამ, მონაწილეებს კომისიაში მიმდინარე კომპლექსური კვლევის მიგნებებსა და კვლევის საერთო მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ტელეკომ ბაზრის განვითარებისთვის, ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებაზე Bitstream დაშვებისა და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების უპირატესობებზე,  ასევე, საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ევროპულ მაგალითებზე ისაუბრა. მოგვიანებით, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მიშა ჯღამაძემ, Bitstream დაშვებასთან დაკავშირებით ოპერატორების კითხვებს დეტალურად უპასუხა.

 

ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელმა ოპერატორებს მომხმარებლებისგან შემოსული საჩივრების სტატისტიკა გააცნო, მათ შორის, ინტერნეტის ხარისხთან თუ ფასებთან დაკავშირებით და სტატისტიკაზე დაყრდნობით, შესაბამისი რეკომენდაციები გაუზიარა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევა დაიწყო. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნასა და კონკურენციის გაუმჯობესებას ისახავს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და მრავალფეროვანი ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა შეეძლოთ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა