მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

ჩვენმა ფეხბურთელებმა თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენს თვალწინ ისტორია დაწერეს - შალვა პაპუაშვილი

news image

„ჩვენ მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილე გავხდით. ისტორია ჩვენს თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.

მან ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ ფეხბურთს, თავისი მდიდარი ტრადიციებითა და მემკვიდრეობით გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენს საზოგადოებაში.

„ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს თავისუფლების ჟინს ჩვენი ხალხი ფეხბურთის გულშემატკივრობით იკლავდა და ოცნებობდა დღეზე, როდესაც  ქართული დროშა საერთაშორისო საფეხბურთო ასპარეზზე ამაყად აღიმართებოდა.

 დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამ ათწლეულზე მეტია ველოდებით იმ დღეს, როდესაც საქართველო ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის თანასწორ ადგილს დაიკავებდა და ეს დღეც დადგა.

არის მოვლენები,  რომლებიც ქმნიან ისტორიას, ისტორიას რომლებიც წლების ქარტეხილებს უძლებს, ისტორიას, რომელიც ქმნის ერის ერთობასა და იდენტობას. ჩვენს სწორად ასეთი მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილენი გავხდით. ისტორია ჩვენს თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს. ჩვენ გმირ ფეხბურთელებთან ერთად ამ გამარჯვებას ჰყავდა მოედნის მიღმა გმირები - სამწვრთნელო შტაბი, ტექნიკური პერსონალი, ფეხბურთის ფედერაცია, ფეხბურთელების ოჯახის წევრები და რა თქმა უნდა, ქართველი ქომაგები, რომლებმაც ყველაზე მეტად დაიმსახურეს სიხარულის ეს მომენტი.

მეათე მოწვევის პარლამენტი ამ მოვლენას განსაკუთრებული ემოციის ვხვდებით, ვინაიდან ჩვენ შორის არიან ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები - მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი, რომლებიც აშენებდნენ ამ გამარჯვების ფუნდამენტს და ამავე დროს ჩვენს შორისაა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. მინდა მისი სახით პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მივესალმოთ და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა