მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7092
0.0054
flag
AZN 1.6121
-0.0006
flag
CNY 38.048
0.0005
flag
EUR 3.0686
-0.0046
flag
GBP 3.6432
-0.0035
flag
KZT 53.77
0.0007
flag
TRY 0.0706
-0.0003
flag
USD 2.7415
-0.001

ჩვენი პრიორიტეტია, გვქონდეს პირდაპირი ფრენები დიდ ბრიტანეთთან - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა წამყვან ბრიტანულ ავიაკომპანიებთან საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ მოლაპარაკებათა დასკვნითი შეხვედრები გამართა. 

„ჩვენი პრიორიტეტია, გვქონდეს პირდაპირი ფრენები დიდ ბრიტანეთთან. ამ მიზნით,  ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან, რათა მათ დაიწყონ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი საავიაციო და ტურისტული პოლიტიკის პრიორიტეტია. პირდაპირი ფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ფრენების დაწყების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დაიწყება მასობრივი მარკეტინგული კამპანიები დიდ ბრიტანეთში, რათა გაიზარდოს საქართველოსა და მისი ტურისტული პროდუქტების შესახებ ცნობადობა და მაქსიმალურად სწრაფად აისახოს ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების ეფექტი ტურიზმის შედეგებზე.  

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების დაწყება ბრიტანეთთან განსაკუთრებით დადებითად აისახება ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორზე, რომლებიც შეძლებენ, მაღალმხარჯველუნარიან ბრიტანელ მოგზაურებს შესთავაზონ მრავალფეროვანი ტურისტული სერვისები. 

შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. 

შეხვედრები ბრიტანეთის წამყვანი ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან მარიამ ქვრივიშვილმა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა, სადაც მონაწილეობდა The National Geographic Traveller Food Festival-ში საქართველოს დელეგაციასთან ერთად. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, "მასტერკლასის თეატრში" ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen ჩატარდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა