მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

ჩვენი ნიშა სახლური გემოებია - DIVOL

news image

საკონდიტრო დივოლ • DIVOL -მა ასორტიმენტი გააფართოვა და მომხმარებელს ამჟამად, სხვადასხვა სახის ცომეულ პროდუქციასაც სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა გვანცა გველებიანმა განუცხადა. მისივე თქმით, გარდა ასორტიმენტის გაზრდისა მოხდა ლოკაციური ცვლილება და გაფართოებაც.

„პირველი ეტაპისთვის, მომხმარებელს  ვთავაზობდით მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმს. შემდეგ კი მომხმარებლის ზრდასთნ ერთად მივხვდით, რომ საჭირო იყო ასორტიმენტის ზრდა და  ცომეულის დამატებაც. ამიტომ შევიცვალეთ ლოკაციაც და უფრო გავფართოვდით “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი გვანცა გველებიანი.

„დივოლის“ მიზანი სახლური გემოების გაცოცხლებაა. სწორედ ამიტომ პროდუქცია მზადდება ძველი რეცეპტების მიხედვით. ასორტიმენტი კი მეტად მრავალფეროვანია.

„ამჟამად, ვამზადებთ ტკბილეულს და სვანურ ცომეულს. ჩვენი მიზანი სახლური გემოების გაცოცხლებაა და სწორედ ამიტომ ვიყენებთ ძველ, ტრადიციულ რეცეპტებს.  ცომეული ნაწარმიდან ვამზადებთ : კუბდარს ჩვენი რეცეპტით, სულგუნიან ლობიანს, ჭახრაკინას,  ხაჭაპურს. გარდა ამისა, ვგეგმავთ სხვადასხვა ცომეულის დამატებასაც “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი გვანცა გველებიანი.

პროდუქციისადმი ინტერესი და მოთხოვნა საკამაოდ მზარდია. სწორედ ამ მიზეზით მოხდა საკონდიტროს გაფართოებაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ახალბედები ვართ და ახლა ვიკიდებთ ფეხს ბაზარზე, არ ვუჩივით მომხმარებლის რაოდენობას. გაფართოებაც ამან გამოიწვია. საწყის ეტაპზე, არ გვქონდა საშუალება სტუმრების იმ რაოდენობისთვის გვემასპინძლა, რამდენიც რეალურად გვყავდა. ამ ეტაპზე კი მოთხოვნას სრულად ვაკმაყოფილებთ “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი გვანცა გველებიანი.

„დივოლი“ საკუთარი ნიშის დაკარგვას არ გეგმავს, რაც სახლური გემოების შენარჩუნებაში გამოიხატება.

„ჩვენი მომხმარებლები გვეუბნებიან რომ კარგი იქნება თუ მზა პროდუქციასაც დავამატებთ ობიექტზე. სწორედ ამიტომ, სამომავლოდ ვფიქრობთ მზა პროდუქციის დამატებას. გარდა ამისა, ვგეგმავთ სასარგებლო, Fresh სალათების დამატებას, ესეც რა თქმა უნდა იქნება სახლური გემოების მქონე და ამ ნიშას არ დავკარგავთ “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი გვანცა გველებიანი.

ცნობისთვის, კომპანია დაახლოებით ორი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და ამ ეტაპზე ოთხ ადამიანს ასაქმებს. „დივოლში“ მისულ სტუმარს პროდუქციის შეძენასთან ერთად ადგილზე  დაგემოვნების შესაძლებლობაც აქვს.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა