მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარება - გიორგი წერეთელი

news image

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარება, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა განაცხადა.

გიორგი წერეთლის განმარტებით, როდესაც პროექტი სრულად დასრულდება სარფიდან წითელი ხიდის მიმართულებით 430 კმ იქნება და ნაცვლად დღეს არსებული 8 საათისა, რომელიც სჭირდება სარფიდან წითელი ხიდის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაადგილება, მისი დაფარვა უკვე  4-4,5 საათში იქნება შესაძლებელი.

„წელს ბათუმამდე სრულად იქნება დასრულებული ავტომაგისტრალის მშენებლობა. 2025 წელი იქნება ის წელი, როცა ჩვენ თბილისიდან ბათუმამდე სრულად დავასრულებთ ყველა მაგისტრალური გზების მშენებლობას და დღეს მოქმედი 3,5 საათისა, რაც სჭირდება თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლას, უკვე 3 საათში შესაძლებელი იქნება თბილისიდან ბათუმამდე ჩავლა, რაც რა თქმა უნდა დაზოგავს დროს, დაზოგავ ხარჯებს და ხარჯთეფექტური იქნება როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის ასევე ტრანზიტული და ტურისტული მოძრაობისთვის“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

გარდა ამისა ქვეშეთიდან კობამდე მისასვლელი გზის გავლისთვის საჭირო დრო 15 წუთამდე შემცირდება. 

„ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ჩვენ რასაც ვაშენებთ, ყველაზე კარგ შემთხვევაში 1 საათი იყო საჭირო, რომ ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილებულიყავით. როდესაც 23 კმ-იანი მონაკვეთი აშენდება უკვე 15 წუთში იქნება შესაძლებელი აღნიშნული მონაკვეთის დაფარვა. წარმოიდგინეთ რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი ამ მანძილის გავლა. ასევე რაც მთავარია გუდაურს ახალი მისასვლელი გზა გაუკეთდება, რომელიც იქნება ბევრად უსაფრთხო და კომფორტული. ესეც გარკვეულწილად დაზოგავს დროს და ენერგიას. გუდაურისთვის ეს ახალი სიცოცხლე გახდება“, - აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა