მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„ჭოტიაშვილის ღვინის სახლი“ უკვე თბილისშია

news image

ჭოტიაშვილის ღვინის სახლი უკვე თბილისშია. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა კახა ჭოტიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აუცილებელი იყო საკუთარი სივრცის გახსნა, სადაც უშუალოდ მოხდებოდა მომხმარებელთან შეხვედრა.

„ჩვენ პატარა ოჯახური მეღვინეობა ვართ. ღვინოს ვყიდით, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.  სიმართლე გითხრათ აუცილებელიც კი იყო გვქონოდა საკუთარი ფართი, სადაც უშუალოდ პირდაპირ ჩვენ შევხვდებოდით მომხმარებელს “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი კახა ჭოტიაშვილი.

კომპანიის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. მთელი წლის განმავლობაში 20-მდე სახეობის ღვინო იწარმოება.

„ჩვენ 40-ზე მეტი ყურძნის სახეობა გვაქვს. აქედან ვიყენებთ 14 სახეობა ყურძენს. გვაქვს რამდენიმე ბლენდიც. ძირითადად, ქართული ჯიშებია ორის გარდა. ქართული აბორიგენული. ჩვენი მიმართულება ძველი, მივიწყებული ყურძნის ჯიშების გავრცელება, მოძიება და მერე მათგან ღვინის დაყენებაა. დაახლოებით, 20-მდე სახეობის ღვინო გვაქვს ყოველწლიურად “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი კახა ჭოტიაშვილი.

კომპანია ბევრ ქვეყანაში ახორციელებს ღვინის ექსპორტს. გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ დიდია მოთხოვნა
„ჩვენს შემთხვევაში ასე არის რომ ღვინო არ გვყოფნის ხოლმე. რეალურად, მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ იქედან გამომდინარე, რომ გვაქვს დაახლოებით 14 მუდმივი ექსპორტი ყოველწლიურად საზღვარგარეთ.  ეს არის ევროკავშირის  ქვეყნები, ამერიკა, იაპონია, უკრაინა და ა.შ. ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ მოთხოვნადია ჩვენი ღვინო. მეტი ღვინო რომ გვქონდეს გაიყიდებოდა, მაგრამ არ გვაქვს. ჩვენ ძირითადად მხოლოდ საკუთარ ყურძენს ვიყენებთ. ზრდას რაც შეეხება ესე სწრაფად ვერ გავიზრდებით. ჩვენ არც გვაქვს გეგმაში რომ მილიონ ბოთლიანი საწარმო ვიყოთ. გვინდა რომ შეზღუდული რაოდენობის პრემიუმ ხარისხის ღვინო ვაწარმოოთ “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი კახა ჭოტიაშვილი.
კომპანიის თანადამფუძნებელი უახლოეს პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, რათა უფრო მეტად გაზარდოს როგორც კომპანიის ცნობადობა, ასევე რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გააცნოს საქართველო.
„ამერიკაში 2016 წლიდან ვყიდით ღვინოს. უბრალოდ ჩემი წინა ვიზიტიდან გამომდინარე გაირკვა, რომ  ინფორმაცია არ აქვთ ქართულ ღვინოზე. მივდივართ რამდენიმე შტატში რომ უშუალოდ ჩვენს მომხმარებელს შევხვდეთ და ქართულ ღვინოზე ვესაუბროთ. არამარტო ჩვენს მეღვინეობაზე, ზოგადად ქართული ღვინის ისტორიაზე, ტექნოლოგიაზე და ა.შ.. ჯერ ერთი წელიც არ არის გასული ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ. მოვემზადე ამისთვის, მაქვს საკმაოდ მოცულობით პრეზენტაცია, პატარა ფილმი და ა.შ. და ვისაც მივაწვდენ ხმას მინდა ავუხსნა საქართველოსა და ღვინის კავშირის შესახებ “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი კახა ჭოტიაშვილი.

ცნობისთვის,  კომპანია ქმნის ტრადიციულ მეღვინეობას. ყველაფერი მზადდება ხელით, ეტიკეტებზე წარწერებიც კი ხელით ივსება. ღვინის მაღაზია თბილისში, ფარნავაზ მეფის 22 ნომერში მდებარეობს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა