მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

ჩინეთში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

news image

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო
გამოფენა „The 108th China Food & Drinks Fair“ გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს
მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 34 კომპანია მონაწილეობდა.
პანდემიის შემდეგ, ეს იყო ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა ქვეყანაში,
რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია; ჩინეთი ქართული
ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.

გამოფენის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.

„პანდემიის შემდეგ, საქართველო დაბრუნდა ჩინეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
გამოფენაზე. საქართველოს დელეგაცია იყო ერთადერთი სტუმარი ქვეყანა, რომელიც
მონაწილეობდა გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში. ქართულ სტენდზე
წელს წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 34 კომპანია. უნდა
აღინიშნოს, რომ ძალიან იაქტიურა კერძო სექტორმა, მათი დიდი სურვილი იყო
გამოფენაში მონაწილეობა. ისევე როგორც ყველა სხვა მარკეტინგული ღონისძიება,
გამოფენაში „The 108th China Food & Drinks Fair“ მონაწილეობა ქართული ღვინის
ცნობადობას და გაყიდვებს ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე კიდევ უფრო გაზრდის“, -
აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ლევან მეხუზლა ადგილობრივი
ხელისუფლების, კომერციული კომპანიებისა და „ქართული ღვინის სახლების“
წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინის ექსპორტის
გაზრდის პოტენციალი და მარკეტინგული აქტივობების საკითხები განიხილეს.
გამოფენა „The China Food & Drinks Fair“ ჩინეთში 1955 წლიდან ტარდება და ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს გამოფენად ითვლება ჩინეთში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე

ვიზიტორი ესწრება. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ქართული ღვინო უფრო
ცნობადი და პოპულარული გახდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე. გამოფენის
ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს
პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა