მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

ჩინეთში ექსპორტს ვიწყებთ, ჩვენი პროდუქციის 100%-ი უცხოეთის ბაზრებზე იყიდება - „მეღვინეობა იყალთო“

news image

„მეღვინეობა იყალთოს“ წარმოების დირექტორმა გიორგი გიორგობიანმა  Business Insider Georgia-ს განუცხადა, რომ ოქტომბერში ჩინეთში ღვინის პირველ პარტიას გადაზიდავს.

კომპანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით ჩინეთში სასურსათო პროდუქციის გამოფენაში მონაწილეობდა, საიდანაც ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.

„გვაქვს მოლაპარაკებები ორ პოტენციურ პარტნიორთან და იგეგმება ჩინეთის ბაზარზე ღვინის პირველი პარტიის, ერთი კონტეინერის გადატვირთვა, ხოლო მეორე კომპანიასთან ასორტიმენტს ვათანხმებთ. გვაქვს მოლოდინი, რომ პარტნიორობა გაგრძელდება და ამ ბაზარზე ექსპორტზე პროდუქციის უფრო მეტ მოცულობას გავიტანთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

კომპანია ყოველ წელს ზრდის წარმადობას და „მეღვინეობა იყალთოს“ პროდუქცია სრულად ექსპორტზე აშშ-ში, ყაზახეთში, გერმანიასა და პოლონეთში იყიდება.

„ჩვენ ვაწარმოებთ 18 დასახელების ღვინოს, რომელიც პრემიუმ სეგმენტის პროდუქტია და ფასი თაროზე 15-დან 25 დოლარამდეა.

კომპანია ვენახებს ფლობს იყალთოსა და რუისპირში, ხოლო მეღვინეობა აეროპორტ „მიმინოს“ მიმდებარედაა. კომპანიას აქვს ღვინის წარმოების სრული ციკლი: წარმოება, გადამუშავება და ღვინის ჩამოსხმა“, - აცხადებს გიორგი გიორგობიანი .

კომპანია, სამომავლოდ გეგმავს ექსპორტს ნიდერლანდებსა და ბელგიაში.  

„მეღვინეობა იყალთო“ ადგილობრივ ბაზაზე 2018 წლიდან ოპერირებს. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა